საქართველოს ნაკრების მეტოქე: სლოვენია

AutoSharing Option
გუშინ სლოვენიელთათვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა - ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ვერ დაეხმარება 29 წლის, 205 სმ სიმაღლის მეფარე მიჰა ზუპანი, რომელიც გასულ სეზონში სანკტ პეტერბურგის "სპარტაკში" თამაშობდა.

ზუპანმა ზურგის ტრავმა მიიღო და ექიმების რჩევით 2-3 კვირით მოუწევს დასვენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიჰა ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს და ლიტვეში სლოვენიელებს ვერ დაეხმარება.

ზუპანმა 2010 წლის მსოფლიოს პირველობაზე 9 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 6.2 ქულასა და 3.1 მოხსნას აგროვებდა.
გუშინვე, სლოვენიაში მოთამაშე ვლადიმერ ბოისამ სლოვენიელებზე საუბრისას აღნიშნა - ზუპანის გარდა მათ
კიდევ არაერთი კარგი კალათბურთელი დააკლდებათ. არადა, ოპტიმალური შემადგენლობა რომ შეეკრიბათ, ევრობასკეტის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები იქნებოდნენო.

20 და 21 აგვისტოს სლოვენიის ნაკრები ამხანაგურად ესპანეთს "დაეჭიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული