კოკოშკოვმა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
19 აგვისტოს სასტუმრო "Holiday Inn"-ში ეროვნული ნაკრების პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც იგორ კოშკოვმა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

ძირითადი შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, მარკეზ ჰეინსი, მანუჩარ მარკოიშვილი, ლაშა ფარღალავა, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, თორნიკე შენგელია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გიორგი შერმადინი, ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში მიეგზავრება, სადაც ამხანაგურ მატჩს გამართავს. კოკოშკოვის გუნდი ლატვიიდან ლიტვაში გადაინაცვლებს, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული