- დღეს ღირსეული მეტოქე დაგვიპირისპირდა. ქართველები ძალიან კარგად მოემზადნენ ჩემპიონატისთვის, ამიტომ ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. ბრძოლა მთელი თამაში არ შეწყვეტილა, ძალიან მიხარია, რომ ბოლო წამებზე შევძელით წარმატების მიღწევა.
- როგორ იმოქმედა დარბაზში არსებულმა ატმოსფერომ. ქართველ ქომაგთა მრავალრიცხოვნობა ხელს არ გიშლიდათ?
- სავსე დარბაზში თამაშს უფრო მეტი ხიბლი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდს ქომაგობს დარბაზი. მთავარია ჯანსაღი საკალათბურთო განწყობა. დღეს მშვენიერი ატმოსფერო იყო. სამწუხაროა, რომ ეს განწყობა ძირითადად
- გავრცელდა აზრი რომ რუსეთის ნაკრების დაცვა ყველაზე საიმედოა ტურნირზე.
- მართალია, დაცვაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ შეცდომები მაინც გვაქვს. ეს ქართველების შედეგიანობიდანაც ჩანს. ასე რომ დასახვეწი კიდევ ბევრი გვაქვს.
- საჯარიმოების ცუდი შესრულება რისი ბრალია?
- ეს პირადად კალათბურთელების შეცდომებია. მე 8-დან მხოლოდ 2 ქულა ჩავაგდე. ვარჯიში მომიწევს, იმიტომ რომ ამას ჩემს მაგივრად ვერავინ გააკეთებს
- რა დაემართა თქვენ გუნდს მატჩის უკანასკნელ მეოთხედში, როდესაც 6 წუთის განმავლობაში ქულის ჩაგდება ვერ შეძელით?
- ასეთ წუთებზე საუბარი ძნელია. ფაქტია, რომ თავდასმამ ვერ გაართვა თავი დავალებას, მაგარმ აქ ქართველების ფაქტორიც არ უნდა დაივიწყოთ. ამ ნაკრებმა უკანასკნელ თვეებში ძალიან მოუმატა. გუნდის რამდენიმე წევრი ევროპაში თამაშობს, ფაჩულიას ამერიკაში კარგი თვალით უყურებენ. მარკოიშვილს ძალიან კარგად წაუვიდა თამაში. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ ბიჭებმა კალათბურთის თამაში იციან და მათ ეს დღეს დაამტკიცეს...