ბოსნიელების შემდეგ კანდიდატები ლატვიელებმაც დაასახელეს. ბალტიისპირელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.
ლატვიას თბილისში 24 აგვისტოს ვუმასპინძლებთ, ხოლო 8 სექტემბერს რიგაში ვეწვევით. თბილისური მატჩი ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება, ხოლო ლატვიური - ბალტიის დროით 20:30-ზე.
"შინდისფერებს" (ამ ფერის ფორმით ასპარეზობენ ლატვიელები) წვრთნის ახალგაზრდა აინარს ბაგაცკისი, რომელმაც 19 კანდიდატის სია ჩამოწერა. მათგან ივლისის დასაწყისში 16-18-ს აარჩევს. აი, რას ამბობს იგი გუნდის შემადგენლობაზე:
- ევრობასკეტი
ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ბირთვი მზადაა ახალი მიზნისთვის საბრძოლველად - ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ბარიერის დასაძლევად.
მწვრთნელი იქვე დასძენს, რომ გუნდის გაძლიერების მიზნით ურიგო არ იქნება ერთი-ორი გამოცდილი კალათბურთელის დამატება.
ესპანეთში მოთამაშე კრისტაპს ვალტერსს სამწლიანი დისკვალიფიკაცია 2009 წელს მისცეს. ამიტომ ის ამ ზაფხულს ლატვიელებს ვერ დაეხმარება.
ვალტერსთან ერთად ერთი და ორწლიანი დისკვალიფიკაციებით დასჯილი კალათბურთელებიდან (ევრობასკეტი 2009-ზე რეჟიმი დაარღვიეს) ზოგი ნაკრებში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, ზოგი - არა.
მაგალითად, ამერიკული "გოლდენ სტეიტის" მეფარე ანდრის ბიედრინსი ზაფხულის NBA-სთვის მოსამზადებლად გამოყენებას აპირებს და ნაკრებში არ ითამაშებს.
"ბიედრინსის გარდა, უარი გვითხრა კრისტოფ იანიჩენოკსმა. ასევე არ გვეყოლება კევინ სმიტი. სამაგიეროდ, ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა არმანდს შკელემ. იგი ნამდვილად გაგვაძლიერებს, - ამბობს ბაგაცკისი, - იანის ბლუმსი შარშან გუნდის ლიდერი იყო, თუმცა მისი თამაში ასი პროცენტით გადაწყვეტილი არ არის.
ეს დამოკიდებულია საკლუბო საკითხსა და მის ჯანმრთელობაზე. დაირის ბერტანსს სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ამიტომ იგი ნაკრებს შეკრების პირველივე დღიდან ვერ შეუერთდება"...
აინარს ბაგაცკისი სხვა მეტოქეების პარალელურად საქართველოზეც მოკლედ მსჯელობს:
"ფინალური ეტაპის საგზურის ვერმოპოვება დაუშვებელია. თუმცა მიზნის მიღწევა რთული იქნება. ბოსნიას ევროლიგაზე გამოცდილი არაერთი კალათბურთელი ჰყავს. საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებებში NBA-ს ცენტრები თამაშობენ. ასეთი დონის გუნდების დასაძლევად აუცილებელია სერიოზული მომზადება".
ლატვიის ნაკრები (გაფართოებული შემადგენლობა)
მოთამაშე დაბ.თარ. სმ. გუნდი (2012) თამ. ქულა
იანის ბლუმსი 20.04.1982 190 ბილბაო (ესპანეთი) 89 660
იანის შტრელნიეკსი 01.09.1989 190 პეტერბურგი (რუსეთი) 26 233
ედგარს ჟერომნავსი 18.04.1986 188 დოლფინსი (შვედეთი) 29 101
კასპარს ვესვაგარსი 03.08.1993 ბალტაი (ლიტვა) - -
ზანის პიენერსი 02.08.1990 204 ლატვიის უნივ. - -
დაირის ბერტანსი 09.09.1989 193 ვეფ რიგა 26 140
არმანდს შკელე 04.09.1983 1993 კალევი (ესტონეთი) 84 714
მარეკს იურევიჩუსი 17.01.1985 198 ოსტუნი (იტალია-2) 37 150
მარტინს ლაკსა 26.06.1990 196 ვენტსპილსი - -
რიჩარდს კუკსიკსი 17.07.1988 202 ვალენსია (ესპანეთი) 26 298
ოტო ოსენიეკსი 19.03.1990 203 მინესოტა (NCAA)
დავის ბერტანსი 12.11.1992 207 პარტიზანი (სერბეთი) 10 40
მარეკს მეიერსი 02.09.1991 207 ენიაკი (ესპანეთი, ლებ-ოქრო) 8 9
არტურს ბერზინსი 12.06.1988 204 ვენტსპილსი 12 41
როლანდს ფრეიმანისი 21.01.1988 208 ხირონა (ესპანეთი, ლებ-ოქრო) 34 211
კასპარს ბერზინსი 25.08.1985 213 ვეფ რიგა 54 425
ანდრეის შელაკოვსი 08.11.1988 208 ტარაგონა (ესპანეთი, ლებ-ოქრო) 20 100
მარტინს მეიერსი 20.01.1991 208 ვენტსპილსი 11 75
პაველს პასტუშენა 16.08.1990 220 ლიეპაია - -
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ისტორია: ლატვია-საქართველო 3:2