ევრობასკეტი 2013-ის წილისყრამ საქართველოს ჩემპიონი ესპანეთი არგუნა

AutoSharing Option
სლოვენიაში, პოსტოინას გამოქვაბულში, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

უკრაინული კალათბურთის ლეგენდამ ალექსანდრე ვოლკოვმა მეხუთე კალათიდან ამოიღო ლამაზად გაფორმებული ფურცელი, რომელსაც Georgia ეწერა და ჩვენი გუნდი C ჯგუფში მოათავსა, იქ, სადაც მანამდე მოხვედრილიყვნენ ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია და პოლონეთი; მეექვსე კალათიდან კი მეტოქედ ჩეხეთი გვერგო.

აქვე გეტყვით, რომ ოთხი ჯგუფის 6-6 ნაკრებიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო სამ-სამი გავა.

ასე რომ, 2011 წლის შედეგის გასამეორებლად საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ზედა სამეულში მოხვედრა სჭირდება, რაც ურთულესი საქმეა, მაგრამ შესრულებადი.

მეორე ეტაპზე კი 12 გუნდი ორ
ჯგუფად გაიყოფა და მეოთხედფინალის რვა საგზურისთვის იბრძოლებს, რასაც ნახევარფინალი და ფინალი მოჰყვება.

ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში 4 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება. ჩვენი ჯგუფის მატჩები ქალაქ ჩელიეში გაიმართება.

A ჯგუფი: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, ისრაელი.
B ჯგუფი: მაკედონია, ლიტვა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, სერბეთი.
C ჯგუფი: ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი, საქართველო, ჩეხეთი.
D ჯგუფი: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, თურქეთი, შვედეთი.

C ჯგუფის კალენდარი
4 სექტემბერი
საქართველო-პოლონეთი
ესპანეთი-ხორვატია
ჩეხეთი-სლოვენია

5 სექტემბერი
საქართველო-ხორვატია
პოლონეთი-ჩეხეთი
სლოვენია-ესპანეთი

7 სექტემბერი
სლოვენია-საქართველო
ესპანეთი-ჩეხეთი
ხორვატია-პოლონეთი

8 სექტემბერი
პოლონეთი-ესპანეთი
საქართველო-ჩეხეთი
სლოვენია-ხორვატია

9 სექტემბერი
საქართველო-ესპანეთი
სლოვენია-პოლონეთი
ხორვატია-ჩეხეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული