ქართველმა 18-წლამდელებმა დანიასთან ვერაფერი გააწყვეს

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლოსწინა მატჩი გამართა.

მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის შემდეგ ბრძოლას მე-17-22-ე ადგილებისთვის აგრძელებს.

საქართველოს ნაკრები დანიას შეხვდა და 50:77 დამარცხდა, რითაც საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირის ბოლოსწინა - 21 ადგილისთვის შოტლანდიას შეხვდება.

ქართველებმა დანიასთან მატჩის პირველ მეოთხედში გაიბრძოლეს და პერიოდი ფრედ - 18:18 დაასრულეს, რის შემდეგაც სკანდინავიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. დანიელებმა მეორე პერიოდი 23:13 მოიგეს, მესამეში კი სულაც 17:4 იმარჯვეს და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.

საქართველოსა და შოტლანდიას
შორის 21-ე ადგილისთვის მატჩი 26 ივლისს, თბილისის დროით 11:45 საათზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 25 ივლისი

საქართველო 50:77 დანია
18:18, 13:23, 4:17, 15:19

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი თამაში მაინც მოიგეთ პრესტიჟისთვის. სირცხვილია უკვე
levani
09:57 26-07-2013
0
ლიპარტელიანო, გვითხარი რა ხდება ქართულ კალათბურთში, სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი
doj333
22:29 25-07-2013
0

სიახლეები პოპულარული