![](https://sportall.ge/pictures/image31/f65a1534d049b5e1d648f82957d09847.jpg)
19 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ამხანაგურ მატჩში ფინეთი 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა სამპოს გოლით 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმი კი გიორგი მიქაძის შეგირდებმა უკეთ ჩაატარეს. 53-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ეზე ზურაბ ერაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა იყო - 17 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდელთა გუნდმა ფინეთს თბილისში 2:0 მოუგო.