ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მესამე პერიოდის შემდეგ მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის ჩემპიონატზე თავის ბოლო შეხვედრას მართავს.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ, ანგარიშით 17:17 დაასრულა, მეორე მეოთხედი კი ქართველმა კალათბურთელებმა დიდი სხვაობით დათმეს და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 29:41 გავიდნენ.

ჩვენი ნაკრები მესამე პერიოდშიც დამარცხდა და ამჯერად ესპანელებმა უკვე 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 39:62.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ჩაატარა 4 შეხვედრა, სადაც სამში დამარცხდა და მხოლოდ ერთი მოიგო. ჩვენმა ნაკრებმა 8 სექტემბერს ჩეხეთთან წაგებით კი ჯგუფიდან გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა.

Sportall.Ge

ასევე
იხილეთ:

საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ