ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

გადაწყდა: საქართველო ევრობასკეტის წინ ევროპის ჩემპიონ საფრანგეთთან ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ტესტ-მატჩს ევროპის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

"სამფეროვნებმა" 20-21 აგვისტოს ქალაქ რუენში გასამართ სამთა ტურნირზე მიგვიწვიეს. ჩვენთან ერთად საფრანგეთში ძველი ნაცნობი, ბელგიის ნაკრები ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგებს ამხანაგურად 2013 წელსაც დავუპირისპირდით და 71:86 დავმარცხდით, მეორე დღეს კი სერბეთს ვძლიეთ - 75:71.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ