ჯეიკობ პულენი საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე დაეხმარება

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნატურალიზებული ამერიკელი ჯეიკობ პულენი (182სმ, 1989) დაიცავს.

ამ ტანმორჩილ ახალგაზრდას ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს - ეროვნულ გუნდში 2012 წელს თამაშობდა და ევრო-2013-ის საგზურის მოპოვებაში დაგვეხმარა, თუმცა სლოვენიაში გამართულ ევრობასკეტზე ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პულენს რიკი ჰიკმანი არჩია.

შარშანდელ შესარჩევზე საერთოდ ულეგიონეროდ ვითამაშეთ, თუმცა 2014 წელსაც გამოჩნდა: თუ ტოპ-გუნდებთან წარმატებით თამაში გვინდა, რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ფიბა-ევროპა კი ნებას გვაძლევს, განაცხადში ერთი ნატურალიზებული შევიყვანოთ.

წლეულს, თებერვალში, იგორ კოკოშკოვი რიკი ჰიკმანს დაელაპარაკა,
რომელმაც ზრდილობიანი უარი გვითხრა. შემდეგ ითქვა: ნაკრებისთვის კანდიდატს იმ კალათბურთელებიდან შევარჩევთ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიღებული აქვსო. ასეთი ბევრია, თუმცა ზოგი ფორვარდია, ზოგს კარიერა აქვს დამთავრებული, ჩვენ კი ქართულპასპორტიანი უკანახაზელი გვჭირდებოდა. უნდა აგვერჩია ოთხი ვარიანტიდან: ბენ ვუდსაიდი (სევილია), მარკიზ ჰეინსი (მაკაბი), ტორინ გრინი (ვილერბანი), ჯეიკობ პულენი (ბრინდისი).

ამ კვარტეტიდან საუკეთესო ვარიანტად მაინც პულენი მოჩანდა, რომელსაც ბურთის გათამაშებაც შეუძლია, მსროლელობაც და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - სამქულიანის ჩაგდებაც.

გემახსოვრებათ 2012 წლის შესარჩევი მატჩი ლატვიის ნაკრებთან: საფინალო სირენასთან ერთად პულენმა სამქულიანით ღირებული გამარჯვება მოგვაპოვებინა. თუმცა ბოსნიასთან ასევე სამქულიანით (აუცდა) დაგვაკარგვინა გამარჯვება - სირენამდე 10 წამი იყო დარჩენილი და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სროლის ნაცვლად ბურთი თავისუფალ პოზიციაში მყოფი მარკოიშვილისთვის გადაეცა.

მაშინ ჯეიკობი ევროპაში ახალი გადმობარგებული იყო და რომ დაგვემშვიდობა, გვითხრა - მომავალში სულ სხვა პულენი ჩამოვალო. 2012 წლიდან დღემდე, მან ხუთი გუნდი მოიარა და, ცხადია, გამოცდილებასაც საკმარისად მოაგროვებდა. თამაშობდა იერუსალიმის "ჰაპოელში", ბოლონიის "ვირტუსში", "ბარსელონაში", "სევილიაში"... ამჟამად კი იტალიის ჩემპიონატის მეექვსეადგილოსანი "ბრინდისის" ლიდერთაგანია. მის ანგარიშზე საშუალოდ 13.6 ქულა და 3.2 პასია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნატურალიზებული იღებს ხელფასს აბა როგორ გგონიათ რისთვის იწუხებს თავს თუ ამას შეწუხება ქვია. კარგი იქნებ . Eრთ ორ ბავშვს თუ დააფინანსეს ფედერაცია და გამოაზრდევინებს კარგ უკანახაზელად ევროპაში ამერიკაში მაინც
Tat
29 აპრილი 2015 23:31
0
დიტო, ცქიტიშვილი იგულისხმე ალბათ? ატკატს რაც შეეხება, ნაკრებში ხელფასს არ იღებენ მათ შორის ნატურალიზებულებიც. უბრალოდ უნიათო ფედერაციაა, უკეთესი ვერავინ ჩამპიყვანეს
gia
29 აპრილი 2015 00:05
0
.... კოკოშკოვი. ტაქტიკის ხედვა არ აქ და ჯინიანია.0 მაგ პულენსაც ატკატს მოთხოვენ გამოცდილი ყავთ და მაგიტო აიყვანეს. ნაცვგლიშვილს არ იწვევს ეგ .... ნეტა? ნაცვლიშვილზე უკეთესები ყავს ნაკრებში? მარკოიშვილს, ფაჩულიას და შერმადინს არ ვგულისხმობ . თუმცა მგონია, რომ არანაკლები შედეგის მოტანა შეუძლია.
დიტო
28 აპრილი 2015 17:58
0
მე მაგ ოთხეულიდან ვუდსაიდს ავირჩევდი...
Walkabout
28 აპრილი 2015 17:06
0
ლატვიასთან ბოლოსკენ 10! ქულას ვიგებდით და ზუსტად მაგ პულენის სისულელეებით (უაზრო შეტევებით, ბურთის რამდენჯერმე დაკარგვით, აცილებებით)გავათანაბრებინეთ მეტოქეს ანგარიში.ალბათ არასაუკეთესო ვარიანტია მისი აყვანა.ეტყობა უკეთესი არავინ მოდის აქეთ.
ციბა
28 აპრილი 2015 14:05
0
ნორმალურია, თუმცა ჩემი აზრით, თუ მოხერხდება მიდელტონი სჯობს.
***
28 აპრილი 2015 13:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული