ამ ტანმორჩილ ახალგაზრდას ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს - ეროვნულ გუნდში 2012 წელს თამაშობდა და ევრო-2013-ის საგზურის მოპოვებაში დაგვეხმარა, თუმცა სლოვენიაში გამართულ ევრობასკეტზე ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პულენს რიკი ჰიკმანი არჩია.
შარშანდელ შესარჩევზე საერთოდ ულეგიონეროდ ვითამაშეთ, თუმცა 2014 წელსაც გამოჩნდა: თუ ტოპ-გუნდებთან წარმატებით თამაში გვინდა, რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ფიბა-ევროპა კი ნებას გვაძლევს, განაცხადში ერთი ნატურალიზებული შევიყვანოთ.
წლეულს, თებერვალში, იგორ კოკოშკოვი რიკი ჰიკმანს დაელაპარაკა,
ამ კვარტეტიდან საუკეთესო ვარიანტად მაინც პულენი მოჩანდა, რომელსაც ბურთის გათამაშებაც შეუძლია, მსროლელობაც და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - სამქულიანის ჩაგდებაც.
გემახსოვრებათ 2012 წლის შესარჩევი მატჩი ლატვიის ნაკრებთან: საფინალო სირენასთან ერთად პულენმა სამქულიანით ღირებული გამარჯვება მოგვაპოვებინა. თუმცა ბოსნიასთან ასევე სამქულიანით (აუცდა) დაგვაკარგვინა გამარჯვება - სირენამდე 10 წამი იყო დარჩენილი და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სროლის ნაცვლად ბურთი თავისუფალ პოზიციაში მყოფი მარკოიშვილისთვის გადაეცა.
მაშინ ჯეიკობი ევროპაში ახალი გადმობარგებული იყო და რომ დაგვემშვიდობა, გვითხრა - მომავალში სულ სხვა პულენი ჩამოვალო. 2012 წლიდან დღემდე, მან ხუთი გუნდი მოიარა და, ცხადია, გამოცდილებასაც საკმარისად მოაგროვებდა. თამაშობდა იერუსალიმის "ჰაპოელში", ბოლონიის "ვირტუსში", "ბარსელონაში", "სევილიაში"... ამჟამად კი იტალიის ჩემპიონატის მეექვსეადგილოსანი "ბრინდისის" ლიდერთაგანია. მის ანგარიშზე საშუალოდ 13.6 ქულა და 3.2 პასია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"