რუსეთთან მატჩის დღეს საქართველოს ნაკრების არ ივარჯიშებს

AutoSharing Option
რუსეთთან თამაშის დღეს, 29 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ვარჯიში დაგეგმილი არ აქვს. იგორ კოკოშკოვმა დილის ვარჯიში გააუქმა და მოთამაშეებს განტვირთვის საშუალება მისცა.

ფიზმომზადების მწვრთნელმა, ალექსანდერ ჩვოროვიჩმა მოთამაშეებს საუზმეზე გამოუცხადა, რომ დანიშნულია ტრენაჟორებზე ნებაყოფლობითი ვარჯიშები და სურვილის შემთხვევაში კალათბურთელებს სასტუმროს ფიტნეს-ცენტრის სტუმრობა შეუძლიათ.

ნაშუადღევს, 14:00 საათისთვის დანიშნულია ვიდეო-განხილვა, რომელზეც მთელი გუნდი შეიკრიბება და მეტოქის თამაშს ეკრანზე გაარჩევენ. ამის შემდეგ ნაკრები დაისვენებს და საღამოს 7 საათისთვის ჩეზარე რუბინის დარბაზისკენ გაემართება, სადაც ადგილობრივი დროით 20:30 საათზე რუსეთთან მატჩია დაგეგმილი.

საქართველო - რუსეთის დაპირისპირების
პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 22:30 საათიდან შემოგთავაზებთ.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული