18:49 05-09-2015
ევრობასკეტი: 2015: საქართველო ჰოლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი მეოთხედი ფრედ ანგარიშით 17:17 დასრულდა. ხოლო მეორე მეოთხედი ქართველებმა ანგარიშით 9:19 დათმეს.
საბოლოოდ პირველი ტაიმი ჰოლანდიელების გამარჯვებით ანგარიშით 36:26 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ვერც მესამე მეოთხედის მოგება შეძლო - 22:22.
მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უკვე ჩვენს სასარგებლოდ შეიცავალა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ქართველებმა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 72:73 დამარცხდნენ.
ევრობასკეტი 2015. ზაგრები. 5 სექტემბერი
საქართველო-ჰოლანდია 72:73
17:17, 9:19, 22:22, 24:15
საქართველო: ცინცაძე 8, მარკოიშვილი 11, სანიკიძე 1 ქულა, 9 მოხსნა, შენგელია 16 ქულა, 8 მოხსნა, ფაჩულია 16; პულენი 7, ერმადინი 2, სანაძე 11, ფაცაცია, ბურჯანაძე
ჰოლანდია: კლოუფი 22, უორტი დე იონგი 16, ნორელი 8, სმულდერსი 8, ხერაზი 2, აკერბუმი 5, შაფტენაარი 6, ნიკოლად დე იონგი 4, სლაგტერი 2
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სლოვენიას 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
ჯგუფის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
მაკედონია-საბერძნეთი 65:85
ხორვატია-სლოვენია 80:73
სატურნირო მდგომარეობა
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იგორ კოკოშკოვსა და ჯეიკობ პულენს მადლობა გადავუხადოთ და მივაბრძანოთ ნაკრებიდან. დარწმუნებული ვარ ამ თაობას კარგი მწვრთნელის და ლეგიონერის პირობებში მეტის მიღწევა შეუძლია.
0
0
ეს ნაკრები გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ჩვენია...მადლობა ბიჭებს თამაშისთვის,ყველა მატჩი რომ წააგონ მაინც საამაყო ნაკრები იქნება...კოკოშკოვი ბევრს ცოდავს, მაგრამ იმდენი აქვს გაკეთებული ქართული კალათბურთისთვის ლანდღვას არ იმსახურებს...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული