საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფის ბოლო მატჩის შემდეგ ხორვატიასთან პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის თამაშზე ისაუბრა.
"გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას", - თქვა კოკოშკოვმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
11:05 11-09-2015
იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ასეტი დაცვიტ ლიტვასაც მოუგებტ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული