საფრანგეთის ქალაქ ლილში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ საკალათბურთო ნაკრების წევრებმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას ხელი მოაწერეს, მხარდასაჭერი ლოზუნგი - "მხოლოდ გამარჯვება, თქვენთან ვართ!" დააწერეს და მორაგბეებს ინგლისში გაუგზავნეს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვასთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 81:85 დამარცხდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი მსოფლიო თასზე ასპარეზობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ქართველების პირველი მეტოქე 19 სექტემბერს ტონგას ნაკრები იქნება.
სამწუხაროდ ბოლოში ქართული ზანტობა გამოავლინეს.
მთელი თამაში 7 ქულით იყვნენ წინ და ბოლო წუთებში, რომ წააგეს.