საქართველოს ნაკრებში კოკოშკოვის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა დასახელდა

AutoSharing Option
გამოცემა "სპორტანდომ" მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი განიხილება.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება და თუ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა, ამის შესახებ "სპორტანდო" არაფერს იუწყება.

ილიას ზუროსს მრავალფეროვანი კარიერა აქვს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე საკმარისად გამოცდილია. 2011 წელს საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტზე გაუძღვა და ამ გუნდთან ერთად 2012 წლის ოლიმპიადაზეც იმუშავა.

საინტერესოა, რომ გიორგიოს კეცელიდისთან ერთად ლიტვურ "ჟალგირისშიც" მუშაობდა. 2014-15 წლებში კი თურქული "თოფაზის" მთავარი მწვრთნელი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
კოკოშკოვი კარგი მწვრთნელია, თუმცა საქართველოს ნაკრებთან შესაძლებლობები ამოწურა. ამას თავადაც აცხადებს და კალათბურთელებიც. რაც შეეხება ილიას ზუროსს, იგი კოკოშკოვზე უფრო მაღალი დონის და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რაზეც მისი კარიერაც მეტყველებს. ძალიან ამბიციური და წარმატებული წარსულის მქონე საბერძნეთის ნაკრების მისთვის ჩაბარება თავისთავად მის მაღალ კვალიფიკაციას ნიშნავს. 2012 წლის ოლიმპიადაზე რომ ვერ მხოვდნენ, ჩავარდნად ვერ ჩაითვლება, რადგან ევროპიდან საკვალიფიკაციო ტურნირიდან მხოლოდ ორი გუნდი გავიდა(რუსეთი და ლიტვა). მანამდე კი, ესპანეთი და საფრანგეთი, როგორც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ფინალისტი, აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, როგორც მასპინძელი.
გასულ წელს დაინიშნა თურქეთის სუპერლიგაში ბოლო ადგილზე გასული ბურსას "თოფაზი"-ს მთავარ მწვრთნელად. ამჟამად, მისი გუნდი პირველ ლიგაშია და 16 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს. ასე რომ, თუ მართლა მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაგვთანხმდა, წარმატებები ვუსურვოთ.
თენგო
12 იანვარი 2016 15:25
0
პაპას აქ ცხონება,მალე მოგვიწევს კოკოშკოვის უკან დაბრუნებით ხვეწნა!!!
!
12 იანვარი 2016 15:04
0
უცოდინარ"ქართველთა უთავობით"ნუ თუ კვლავ "აირია? საკალათბურთო მონასტერი"მარტო ჭკუანაღძობს თუ მოუვა თავში ქართული ეროვნული ნაკრების,წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ კარიერული აღმასვლის შემდგომ, NBA-ს მწვრთნელის შეცვლისა.საქართველოს ნაკრებს "ჰაერივით" ესაჭიროება,მხოლოდ და მხოლოდ NBA-ს რომელიმე მწვრთნელი და აუცილებლად სერბზე უფრო წარმატებული ამ ლიგაში-შ ე დ ე გ ე ბ ი თ!თუ კი ისურვეს რაღა თქმა უნდა,ჩვენს ნაკრებში გარჯა ამგვარმა ხალხმა.სხვა ვარიანტი უკანსვლის გზაა ეროვნული ნაკრებისათვის,მათემატიკურადაა გათვლილი,მუსხელიშვილის ხაზოვანი ალგებრის ელემენტების გამოყენებითაც კი,სხვა მათემატიკურ "დებულებებთანშეჯერებით", ერთად.ანალოგიური სიტუაციაა ქართულ რაგბიშიც ,თუ ნიუ ზელანდიელი ქოაჩი შეიცვლება,მხოლოდ და მხოლოდ მასზე უფრო წარმატებული ახალ ზელანდილელი მწვრთნელი გვესაჭიროება,თუ კი გააგვაჩნია ამგვარი "როქირების შნო"- მატერიალური შესაძლებლობებისა-ქართველი ხალხის,უმრავლესობაში "დამშეული კინკილა კისრის ხარჯზე" "მათივე ნაოფლარიდან"ქვეყნის ბიუჯეტში შემავალი ხარჯებიდან,ჩვენს შემთხვევაში კონკრეტულად სფორტისათვის შემოსული ხარჯების გათვალისწინებით, და სტრატეგუილად ,ეროვნულად ,ფიქრის უნარი ეასჭიროებათ "უალტერნატივოდ", დღევანდელ ქართული ფედერაციების ხელმძღვანელობას,თუ კი მათ გააჩნიათ მამულისშვილურად, არა ეგოისტურად, ფიქრის უნარი,თუ არა და კვლავ აირევა .......როგორც გვემართებოდა უწინ,ყველაფერში-"გონებრივი "უმეცრებითა სულწასულთა ,რამეთუ ავაღორ-ავაქორეთ სტომაქნი და თავნი ჩუენი".
M.Z.Euroрe
12 იანვარი 2016 14:38
0
დიდი ნიჭი და მიხვედრა რად უნდა რომ ამ ბიჭებთან კოკოშკოვს უნდა ჩაემთავრებინა ,განა რამდენ ხანს ითამაშებს კიდევ ეს თაობა რომ ახალ მწვრთნელს შეეწყოს,გაუგოს და მოიგოს
sano
12 იანვარი 2016 13:07
0
უკვე
gia
12 იანვარი 2016 12:25
0
რამდენადაც მახსოვს 2012 წლის ოლიმპიადაზე საბერძნეთი ვერ მოხვდა
ტოტო
12 იანვარი 2016 12:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული