ევრობასკეტი 2017: ფიბა-ევროპამ საქართველო პირველ კალათაში განთესა

AutoSharing Option
22 იანვარს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ჩატარდება ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის კენჭისყრა, სადაც 27 ნაკრები გადანაწილდება ჯგუფებში და დაიწყებს ბრძოლას ევრობასკეტის 11 საგზურისთვის.

ფიბა-ევროპამ გათამაშების ფორმატი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საკვალიფიკაციო ტურნირი.

27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შეიქმნება 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

კენჭისყრაზე გუნდები 4 კალათაში იქნებიან გადანაწილებულნი. საქართველო, რა
თქმა უნდა, წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით (მერვედფინალში ვიასპარეზეთ), პირველ კალათაშია განთესილი. ანუ ვიცით, რომ საკვალიფიკაციოში ჩვენი ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან პირველი კალათის დანარჩენი წევრები: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.

კალათების სიას გთავაზობთ ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ლათინური შრიფტით:

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთში როდის გვეღირსება პირველი კალათა?
dato
09:48 21-01-2016
0
dato-ს. ფეხბურთშიც სულ მალე "დადგება" ეს დრო. ახლა ცხადაძეს ჩაანაცვლებენ გეგუჩაძით და წავიდა.....ეს ისე, ხუმრობით. ისე კი, თუ ასე მოიქცა კობი, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს. ნაკრები ამ ეტაპზე მაგრად არის შეკრული და თუ ეს ერთობა დაშალეს, კობის მაგრად GAEDEBA...
gela
11:12 21-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული