საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ილიას ზუროსი უკვე თბილისშია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი თბილისშია.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ზუროსია. ამ ინფორმაციას საფუძველი რომ ჰქონდა, მოგვიანებით კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს.

როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა, რასაც ილიას ზუროსის თბილისური ვიზიტიც ადასტურებს. იგი საქართველოშია და სუპერლიგის მატჩებსაც ესწრება. როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

მანამდე კი მოგახსენებთ, რომ 49 წლის მწვრთნელი ამჟამად უმუშევარია და გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ სანაკრებო საქმიანობით დაკავდეს. საკლუბო კარიერაში დროებითი
პაუზა აქვს აღებული. ზუროსი 2011 წელს ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა და საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა. მუშაობდა ევროლიგის და საბერძნეთის ჩემპიონატის კლუბებში: "ოლიმპიაკოსში", "ჟალგირისში", "პანელინიოსში", "ეფესში"... ბოლო კლუბი თურქული "თოფაზი" იყო, რომელსაც 2014-15 წლების სეზონში წვრთნიდა

მას შემდეგ რა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიას იგორ კოკოშკოვი გამოაკლდა, სამი კანდიდატი დარჩა - ილიას ზუროსი და ორი სერბი სპეციალისტი. თუმცა უკანასკნელთა ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
აქრაზეა მსჯელობა ფეხბურთზე რაგბზე კალათბურთზე თუ პოლიტიკაზე.ზოგს კალათბურთი მოწონს ზოგს რაგბი ზოგს ფეხბურთი და ზოგს კიდე ბეისბოლი მასიურობას რაც შეეხება ფეხბურთი და კალათბურთი თავისთავად უფრო განვითარებულია მსოფლიოში მაგრამ რაგბსაცს თავის ხიბლი აქ ვაშკაცური სპორტი კიდე მსოფლიოში ძალიან ბევრია მაგ ამერიკელები აღმერთებენ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს ვაშკაცურ სპორტის სახეობადაც კი მიაჩნიათ მაგრამ მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ეგ სპორტის სახეობა და არც დიდ რამედ მიმაჩნია იგივე ჰოკეი ყინულზე ასე რო ვის რა მოწონს ესარი მთავარი და არა ვაშკაცური ან ნაკლებად ვაშკაცური სპორტის სახეობა.შეიძლება სულარ თამაშობდე რაგბს და ნებისმიერ რაგბისტზე მეტი შეგეძლოს ცხოვრებაში.
quTaiseli
01 თებერვალი 2016 13:40
0
ჰო!ორიათასთუთხმეტო.კაცობრობამ სწორედ იმისთვის მოიგონა "ფიზიკური ვარჯიშები" მიზნით-უფრო -სწრაფად,ძლიერად,მაღლა,რომ რეალურ საომარ ჯახისთვის,თავდადასხმისას-თავდაცვისას, მაქსიმალურად გამოეყენებინათ წინასწარ ნ ა ვ ა რ ჯ ი შ ე ბ ი ადამიანისა, და ქართველებს ეს ,ოდითგანვე სხვაზე ნაკლებად არ გვესმოდა და იმიტომაც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ჭიდაობითი ორთაბრძოლები,ჭენება-ცხენბურთი,ხმალ ხანჯლობანი-ფარიკაობა,რაგბი -ლელო ქართულად.....,და სხვა ფიზიკური დატვირთები,გასაუმჯობესებლად ფიზიკურის მონაცემებისა-სისწრაფესი,სიძლიერესი,სფორტის ე.წ."დედეოფლის" სახეობებით,სირბილთი,ხტომებით,ტყორცნებით...ორჭიდ მჭიდ,ათჭიდ ,ტრიატლონითი ნაზავებით,ჭიდაობა-კრივებით....გონებრივის განვითარებისათვის-ალჩი კოჭებით..,სამაგიდო მათემატიკური თამაშებით,ჭ ადრაკისა და სხვათა..."ფიცხალი წყვეტის მისაღწევად", და არა იმისთვის რომ "ფეხებ გაფარჩხულ" რონალდოს "დგომზე" " გავგიჟებულიყავით" და ან" ჩია" მესის-"არიქა ფეხი არ გამოსდოთ, "შემოღებული ვაი წესებით თამაშისას", "ფინტებით"გადავრეულიყავით.ორიათასთუთხმეტო! არ გვმართებს ქართველებს გონებრივად გადაგვარება "ცხოვრებაში გამოუყენებელი,ვიღაც ვიღაცეებისათვის "ფულისკეთებითი შოუებების",ჩვენს მიერ "საჯდომაუწევლად" დღეღამითი ყურებისას",თუ გვსურს ქართველობის, ვეფხისტყაოსნის დონეზე "მხარბეჭიანად და ტანწერწეტად" "შემონარჩუნება ამ წუთისოფლადა",და მით უფრო უნდა ფასობდეს საქართველოში, საღი აზრნი " ლელოს ან ჭიდაობას რაუნდაო ...ფრეროგატივისა....ვიდრე "გამოუსადეგარნი" რ ე ა ლ უ რ საომარი ჯახისას, ბასქეთ-ფუტბოლები ან კიორლინგები.ორიათასთუთხმეტო თქვენ ეამგვარ" გონებრივი ლაბირინთზე " რატომღაც არ,თუ ვერ ?გიფიქრიათ",ჩვენდა,ქართველთა სუბედუროდ სფორტალ გესთან ერთად და არა მარტო მათთან ერთად-ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთადაც ვერ "ვფიქრობთ მართებულად,გამამარჯვებლად,როცა საჭირო არს", და რომ იძახით " Uძვლო ენებით"б ნბეა რა კაციაო?სწორედ მაგგვარი აზროვნებაა,ჩვენი მომავლის,"გადარჩენისა ამა წუთისოფლადა" საწინდარი, და არა უაზრო კამათი იმაზე "ვაჟკაცური" ფეხბურთი სჯობს თუ არანაკლებ "ვაჟკაცური" კალათბურთი ,თავთავიანთი "იდაყვი არ ჰკრა"წესების ფარგლებში,ნაცვლად ქართული წესებისა გამოყენებისა ჰკა მაგას! ლელოში თუ უფრო რეალური -ცხოვრებისეულ საომარ ჯახებისას!
M.Z.
01 თებერვალი 2016 12:38
0
ზუროსი ძლიერი მწვრთნელია. გამოცდილი და წარმატებული. ჩემი აზრით, 200 ათასი ევრო წელიწადში რეალური თანხაა. მგონი ამის გადახდის საშუალება გვექნება. აშშ-ში თანხა ზოგ მწვრთნელს კვირაში აქვს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის შესაძლებელი. მოკლედ, წარმატებები.
კომენტარებში ზოგი რაღაც პოლიტიკის გარევას ცდილობს, სპორტთან კი მწყრალად არიან. ვინმე "NBA"-ს და "glaxuna"-ს მგონი კალათბურთი ტელევიზიითაც არ უნახავთ. მიკვირს, რატომ იმცირებენ თავს.
.
31 იანვარი 2016 22:06
0
ჰოო, ეს "NBA" ძაან სერიოზული სპორტულ-პოლიტიკური "ექსპერტი" ჩანს. ერეკლეს და თეკლეს ვარიანტშია.
.
31 იანვარი 2016 20:46
0
,,გლახუნა,,პატრიოტია და მის პოლიტიკური ხედვების დიდ ნაწილს ვიზიარებ,მაგრამ რაგბში,კალათბურთში თუ ფეხბურთშიც უფრო მეტის მისაღწევად საჭიროა სახელმწიფოს დაფინანსება.
–რაც შეეხება მსოფლიოში პოპულარობას;#1 უდავოდ ფეხბურთია(თან ძალიან დიდი უპირატესობით),#2–კალათბურთი,რაგბიც პოპულარულია,მაგრამ უფრო ინგლისის კოლონიებში...
zaza
31 იანვარი 2016 20:08
0
აუუუ, ეს "NBA" რა კაცია?! თურმე, რაგბი ვაჟკაცური სპორტია და რეალურ ჯახთან მიახლოვებული, ამიტომ სხვა სპორტზე უკეთესი ყოფილა. თანაც მომავალი რაგბისიაო. აბა ამასა ჰყოლია. ისე ბრძოლა წესების გარეშე ეროვნულ სპორტად ხომ არ გვეღიარებინა და ყველასთვის სავალდებულო გაგვეხადა, ჰა! ეს ხალხი მგონი მართლა რაღაც ჩაკეტილ, ვიწრო სივრცეშია. არც სხვისი ნაწერის გაგება შეუძლიათ, თვითონ ხომ რაღაც გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი წინადადებებით სრულიად აბსურდულ აზრებს გამოხატავენ. რაგბი არის სულ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში პოპულარული, მათ შორის საქართველო ცდილობს საშუალოებში მოხვედრას. კალათბურთი პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ევროპაში ჩვენი ნაკრები თანაბრად ეთამაშება უძლიერესებს. ამით ვახდენ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას. ქართველ რაგბისტებსაც, წყალში მხტომელებსაც, ჰოკეისტებსაც და ყველა სახეობის წარმომადგენლებს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ყველაფერი უნდა შეფასდეს არსებული მდგომარეობიდან და საერთაშორისო გადმოსახედიდან. გახსენით ნებისმიერი უცხოური სპორტული საიტი და ნახეთ, რა ადგილი ეთმობა კალათბურთს, რა ადგილი რაგბის. შეფარდება დაახლოებით 50/1-ზეა. რატომ უჭირს ზოგს სიმართლის აღქმა და რატომ ღიზიანდებიან, მართლაც უცნაურია. ნეტა ყველა სპორტში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ. ნამდვილად მთელი ერი გახარებული იქნება.
2015
31 იანვარი 2016 20:05
0
ნიკოლოზო რეებს წერ-რა შედარებაა რაგბისა და "ქალაჩუნური"წესების აკრძალვით,ვითომ კონტაქტურ ბასკეტის,ჰენბოლსა და ფეხბურთს შორის და თქვენ თუ ნაკლებ გმირებად მიგაჩნიათ სამოელები და ფიჯელები, "მასიურად" მსოფლიოში მოთამაშებზე ფეხბურთისა ან ფრენბურთისა,ძალიან მიჰქარავთ.თხუტმეტი ტონგელი რაგბისტი ,მერწმუნეთ,ყოველთვის "დაბრდღვნის" რეალურ გაუგებრობისას -ფიზიკურ ჩხუბში,ნებისმიერ თუთხმეტ "ძლიერ" კალათბურთელ-ფეხბურთელს ერთადაც აღებულებს.
Barselonis universiteti
31 იანვარი 2016 19:24
0
"დარტყმული "თქვენ ხართ ზვიად ნიკოლოზთან "ტანდემში",გლახუნა კი ნამდვილად ჭკვიანი ქ ა რ ! ვ ე ლ ი ა და სფორტალ გესაც იმ" სიმართლით"და უვიცთა "დემოკრატიით "ევლოს და რა ავტირიტარიზმამდეც მიაღწევს იმასაც "დაინახავს",როგორი შეკვეცებითაც ამახინჯებს ხალხის მესიჯებს და თითქმის უაზროდ წარმოგვიდგენს ამ საიტის მკითხველს,ჯერ ჯერობით მკიითხველს
NBA
31 იანვარი 2016 19:06
0
რაგბი ერთ ერთი უვაჟკაცესი გუნდური თამაშთაგანია.კაცობრიობის მიერ მონაგონი,ყველაზე მეტად მიახლოვებული რეალურ საომარ ჯახთან,უიარაღოდ.დარი ინდივიდუალური ჭიდაობითი ორთაბრძოლებისა და მასზეგაცილებით ვაჟკაცურებია,ფეხბურთი,კალათბურთი,ფრენბურთი,თუ ხელბურთი,მიუხედავად იმისა რა რაოდენობა ხალხისა თამაშობს მსოფლიოში,და დაგება ის დროც სულ მალე ,"როცა გლადიატორული თამაშობანი"როგორც უწინ იყო,რათქმუნდა "სიკვდლის დასასრულის გარეშე"შედეგით,თუ შემთხვევითობას არ ექნება ადგილი,გახდებიან მსოფლიოში Dღეს არსებული თამაშობათაგან მოწინავენი,სისწრაფის,ძალის ,გონიერებისნ და თავდადების უფრო მაქსიმალურად გამოვლინებისათვის,ფროფესიონალი სფორტსმენების მიერ.რაგბი ნაღდად ჩვენი,ქართველთა გეიმია.
NBA
31 იანვარი 2016 18:13
0
მაგობრებო "გ ლ ა ხ უ კ ა"ს კომენტარს ნუ მიაქცევთ ყურადგებას ერთი დარტყმული ზვიადისტ-მიშისტია ყველგან ერთი და იგივეს აკომენტარებს
zviadi
31 იანვარი 2016 17:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული