შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში დღეს რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა - 97:100.
- მერიის თასი: საქართველოს ნაკრები რუსეთთან ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა
"ტრადიციულად, სანამ თამაშს შევაფასებდე, მსურს ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, მადლობა გადავუხადო.
მიყოლებით 3 მატჩი ჩავატარეთ. ამ 3 მატჩში ყველა კალათბურთელს მიეცა სათამაშო დრო
დღევანდელი თამაში ცოტა უცნაური გამოდგა. ჩვენს მეტოქეს არ ჰყავდა მაღალი ცენტრფორვარდი, ამიტომ აქცენტს შორეულ სროლებზე, ანუ 3-ქულიანებზე აკეთებდა. ამ ყველაფერმა კიდევ ბევრი რამ დაგვანახა და გამოსწორებაზე ვიმუშავებთ.
კალათბურთელებს მატჩის შემდგომ მივულოცე ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც აჩვენეს. ალბათ დაინახავდით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი კალათბურთელები ძირს იყვნენ - ეს ნიშანია იმისი, რომ ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს. იმ მოთამაშეებს იოლად შეუძლიათ 3-ქულიანების ჩაგდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თავისთავად, შეცდომები დავუშვით და ამაზე სამუშაო პროცესი გაგრძელდება...
ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, რომლისგანაც ბევრი ვისწავლეთ. წინ საკვალიფიკაციო ეტაპი გველის და გავაგრძელებბთ მზადებას", - განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის.