შვედეთი-საქართველო 73:60 - ნაცნობი ანგარიში და მარცხი

AutoSharing Option
60:73 - ნაცნობი ანგარიშია, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე სწორედ ასე დავმარცხდით საბერძნეთთან, თუმცა გაცილებით სასიამოვნო 2005 წელს დაფიქსირებული 73:60 იყო, როდესაც მაკედონიის ნაკრები თბილისში დავამარცხეთ. გუშინ შვედეთთან, პოლონეთის ტურნირზე ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა, მეტოქის სასარგებლოდ.

ეს იყო ამხანაგური შეჯიბრების ნახევარფინალი, რომლის წაგების შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინალში ვერ გავიდა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის განაგრძობს.

მეორე ნახევარფინალში მასპინძელი პოლონელები ბელგიასთან 13 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყვეს ბელგიელ "ლომებთან" და 55:58 დათმეს. შესაბამისად, ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბელგია და შვედეთი წარდგებიან, ხოლო
მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველო და მასპინძელი პოლონეთი დაუპირისპირდებიან.

სწორედ ჩვენი და პოლონელების ბრძოლას ელოდა გულშემატკივარი ფინალში... შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

* * *
დავუბრუნდეთ 24 აგვისტოს გამართულ მატჩს. საქართველოს მეტოქე შვედეთს NBA-ში ნათამაშები არც ჯეფრი ტეილორი ჰყავდა და არც იონას იერებკო. თუკი დანაკლისზე მიდგება საქმე, საქართველოს ნაკრებს არანაკლები დანაკლისი ჰქონდა. მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გუნდს ვერ დაეხმარებოდა თორნიკე შენგელია, ხოლო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მაიკლ დიქსონმა ფეხის ტრავმა მიიღო და დარჩენილ დროში ქართველებს ვერ დაეხმარა.

დანაკლისის გამო მეტი სათამაშო დრო მიეცათ სათადარიგოებს. დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს საკმარისი სათამაშო დრო ერგოთ. ოფიციალური მატჩების წინ მათთვის ნამდვილად სასარგებლო იყო შვედეთის დარ გუნდთან გამოცდილების მიღება. მათ მწვრთნელს უჩვენეს, რაც შეუძლიათ.

საერთო ჯამში, ქართველებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს. აქედან 5 სამიანი სანაძისა და ბურჯანაძის ანგარიშზეა. ჩვენმა ნაკრებმა კი ვერ მოახერხა პერიმეტრის გადაკეტვა და 11 სამქულიანი მიიღო. სწორედ შორი სროლები გახდა მიზეზი წაგებისა, რადგან ფარქვეშ ქართველებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით ნაკლები მოხსნა მიითვალეს.

მესამე პერიოდში ქართველების ჩამორჩენა 14 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მობილიზებისა და შეუპოვარი თამაშის წყალობით მეოთხედის დასრულებამდე სხვაობა 4 ქულამდე შევამცირეთ (52:56), მაგრამ ქართველების შედეგიანმა თამაშმა დიდხანს ვერ გასტანა. შვედებმა ბურთის სწრაფი გათამაშებითა და ზუსტი სროლებით მოახერხეს შეხვედრის გამარჯვებამდე ისე მიყვანა, რომ ვითარება ბოლო წუთებზე არ დაძაბულა - 73:60.

შვედებს 18 ქულით ტობიას ბორგმა ულიდერა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუდვიგ ჰაკანსონმა (4 სამქულიანი), ხოლო კრისტოფერ ჩერაპოვიჩის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ფაჩულია, 13 ქულა და 7 პასი მიითვალა გიორგი ცინცაძემ, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

პოლონეთის ტურნირი
24 აგვისტო, პოლონეთი
შვედეთი-საქართველო 73:60
22:18, 16:15, 18:19, 17:8
შვედეთი: პერსონი, ბორგი (18ქ), კიელბომი (2ქ), პიტა (1ქ), გადეფორსი (2ქ), მასამბა (7ქ), პალმბადი, ჰაკანსონი (13ქ, 8პ), ჩერაპოვიჩი (11ქ, 9მ), ლინდკვისტი (10ქ), სპაირესი (2ქ), ენგსტრომი (7ქ).
საქართველო: ლეჟავა, დიქსონი (2ქ), ზაქრაძე, ბოისა, ფაჩულია (15ქ, 4მ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ, 3მ), სანაძე (10ქ, 7მ), სანიკიძე (7ქ, 3მ), ბურჯანაძე (9ქ, 8მ), ბექაური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
და რა კოკოშკოვის დროს არ ვაგებდით ამხანაგურებს თან პანტაპუნტით ეს არის ამხანაგური თამაშები მთავარია შესარჩევში არ ჩავისვასროტ და ნაკლები იყოს შეცდომები რაც შეეხება ცვენი კალათბურთის მომავალს და ნაკრებს ზოგადად ჩემი აზრიტ ძალიან მძიმე დროება გველის.თაობა არ ჩანს და დონე ნელა ნელა ეცემა ნაკრების რაც ძალიან საწყენია.
qutaiseli
14:08 26-08-2016
0
კოკოშკოვის დროსაც გვაკლდენ კალატბურტელები მაგრამ ვტამასობდიტ ნუ იმარტლებტ ტავცს
შოთა გუგეშაშვილი
08:32 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული