22:01 30-08-2016
"პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ!" - ფაჩულიამ ტალახაძეს ჩემპიონობა მიულოცა [VIDEO]
AutoSharing Option
კალათბურთელთა ვარჯიშს ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც დაესწრო, რომელსაც ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობა პირადად მიულოცა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა ტალახაძეზეც ისაუბრა.
"რაც ლაშამ რამდენიმე დღის წინ და, ზოგადად, ბოლო წლებში გააკეთა, ძალიან დასაფასებელია. ის ძალიან მაგარი ადამიანი და დიდი ქართველია - ასეთი დატვირთული ზაფხულის შემდეგ დღეს ვარჯიშზე მოვიდა და გვერდით დაგვიდგა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მოვიდა და კოლეგებს გვერდში დაგვიდგა.
ის ახალგაზრდაა და მომავალში მისგან კიდევ არაერთ წარმატებას ველი", - განაცხადა ფაჩულიამ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ყველა წარმატება კარგი და პატივსაცემია, მაგრამ ტალახაძე თავისი ოქროთი და რეკორდით ქართულ სპორტში "დონამოს" 1964, 1976, 1978, 1979, 1981 მიღწევების, ნონას 16–წლიანი ტრიუმტისა და სანეევის ფენომენალური მიღწევების გვერდით დადგა.