"პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ!" - ფაჩულიამ ტალახაძეს ჩემპიონობა მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს ალბანეთთან ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩამდე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშა.

კალათბურთელთა ვარჯიშს ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც დაესწრო, რომელსაც ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობა პირადად მიულოცა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა ტალახაძეზეც ისაუბრა.

"რაც ლაშამ რამდენიმე დღის წინ და, ზოგადად, ბოლო წლებში გააკეთა, ძალიან დასაფასებელია. ის ძალიან მაგარი ადამიანი და დიდი ქართველია - ასეთი დატვირთული ზაფხულის შემდეგ დღეს ვარჯიშზე მოვიდა და გვერდით დაგვიდგა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

პატარა ქვეყანა ვართ და
ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მოვიდა და კოლეგებს გვერდში დაგვიდგა.

ის ახალგაზრდაა და მომავალში მისგან კიდევ არაერთ წარმატებას ველი", - განაცხადა ფაჩულიამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ბიჭებმა ბევრი გააკეთეს თავისი ქვეყნისთვის და უკვე დატოვეს სახელი. მადლობა თქვენ ჯიგრებო ლიჟბი პოლიტიკას არ გაეკაროთ და ხალხს მუდამ ეყვარებით
nika
31 აგვისტო 2016 19:57
0
ჯიგრები ხართ...........................................................
იკა
31 აგვისტო 2016 14:36
0
ზაზა და ლაშა ორივე საქართველოს საამაყო შვილები ბრძანდებით. თქვენგან უნდა აიღოს ყველა ქართველმა მაგალითი.
ჯონი
31 აგვისტო 2016 11:59
0
გენაცვალეთ ბიჭებო ! ! ! წარმატებები და ულევი გამარჯვებები საქართველოს სადიდებლად ! ! !
ქარუმა
31 აგვისტო 2016 11:11
0
ორ მეტრს გადაცილებული ქართველი ვაჟკაცები. ტალახაძე მართლა ისტორიულად სიამაყეა საქართველოსი ქართველი ოლიმფიქ გეიმს გამარჯვებული-სამუდამოდ სევიდა ქარტულისფორტის სიამაყედ!ბასქეტის ბიჭებმაც რომ მიაღწიონ ამგვარ სიდიდეებს,ერთი ოლიმფიური ჩემფიონი გვყავს ქართველი ძურაბ საკანდელიძე საქართველოს სფორტული დიდება!
Qorqia
31 აგვისტო 2016 10:14
0
ორივე მაგარი კაცები ხარტ და ორივემ ბევრჯერ უნდა ასახელოტ საქარტველო.
gizo
31 აგვისტო 2016 08:58
0
ორივე მაგარი კაცები ხარტ და ორვემ ბევრჯერ უნდა ასახელოტ ტქვენი ქვეყანა.
gizo
31 აგვისტო 2016 08:56
0
ეხლა ცემო ზაზა ჯერი ტქვენზეა გამარჯვებები
შოთა გუგეშაშვილი
31 აგვისტო 2016 07:35
0
ის პლანეტის ყველაზე ღონიერი ადამიანია! ის უძლიერესია არა მარტო თანამედროვეებში, არამედ ყველა დროის ყველაზე ძლიერია; ამხელა წონა არასდროს არავის აუწევია!!!
ყველა წარმატება კარგი და პატივსაცემია, მაგრამ ტალახაძე თავისი ოქროთი და რეკორდით ქართულ სპორტში "დონამოს" 1964, 1976, 1978, 1979, 1981 მიღწევების, ნონას 16–წლიანი ტრიუმტისა და სანეევის ფენომენალური მიღწევების გვერდით დადგა.
მერაბი გ.
31 აგვისტო 2016 07:30
0
გაიხარეთ ორივემ წარმატებები
პაატა
31 აგვისტო 2016 00:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული