"პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ!" - ფაჩულიამ ტალახაძეს ჩემპიონობა მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს ალბანეთთან ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩამდე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშა.

კალათბურთელთა ვარჯიშს ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც დაესწრო, რომელსაც ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობა პირადად მიულოცა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა ტალახაძეზეც ისაუბრა.

"რაც ლაშამ რამდენიმე დღის წინ და, ზოგადად, ბოლო წლებში გააკეთა, ძალიან დასაფასებელია. ის ძალიან მაგარი ადამიანი და დიდი ქართველია - ასეთი დატვირთული ზაფხულის შემდეგ დღეს ვარჯიშზე მოვიდა და გვერდით დაგვიდგა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

პატარა ქვეყანა ვართ და
ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მოვიდა და კოლეგებს გვერდში დაგვიდგა.

ის ახალგაზრდაა და მომავალში მისგან კიდევ არაერთ წარმატებას ველი", - განაცხადა ფაჩულიამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ბიჭებმა ბევრი გააკეთეს თავისი ქვეყნისთვის და უკვე დატოვეს სახელი. მადლობა თქვენ ჯიგრებო ლიჟბი პოლიტიკას არ გაეკაროთ და ხალხს მუდამ ეყვარებით
nika
19:57 31-08-2016
0
ჯიგრები ხართ...........................................................
იკა
14:36 31-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული