ილიას ზუროსის გუნდი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელსაც 9 დღის წინ თბილისში 39 ქულის სხვაობით მოუგო, სტუმრად 20 ქულით, ანგარიშით 84:64 მოუგო. პირველი მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 1 ქულით, ანგარიშით 19:20 მოიგო. მეორე მეოთხედი კი 1 ქულით დავთმეთ - 16:17. დაძაბული გამოდგა მესამე პერიოდიც, რომელშიც ჩვენებმა 5-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს - 20:15. ბოლო, მეოთხე პერიოდში კი საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ხელთ იგდო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
20
მომდევნო მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 14 სექტემბერს თბილისში, "სპორტის სასახლეში" გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ტირანა. 10 სექტემბერი
ალბანეთი-საქართველო 64:84
19:20, 17:16, 15:20, 13:28
F ჯგუფი
სლოვაკეთი - მონტენეგრო 62:99