საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების
სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით - გიორგი ცინცაძე.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ცინცაძე ძალიან მაგარია. #1 ცინცაძეა, პასი და განსაკუთრებით დრიბლინგი! უძლიერესია. დიქსონმა როგორც იქნა გაუშვა სამიანები! ძალიან კარგია, მაგრამ #1 ცინცაძეა! რასაც უმეტესობა ცინცაძეს საყვედურობს ის მარიაჟობა არ არის. ის საკალათბურთო დრიბლინგის უმაღლესი დონეა. ისეთი დონე იმის ზემოთ არაფერი რომ არ არის!
არჩილ ხოფერია
22:57 18-09-2016
0
ყოჩაღთ ბიჭებო, დიდი ხანია მონატრებული ვართ ქართველი გულშემატკივარი ასეთ სიხარულს. გაიხარეთ.
gizog
22:36 18-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული