საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების
სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით - გიორგი ცინცაძე.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ცინცაძე ძალიან მაგარია. #1 ცინცაძეა, პასი და განსაკუთრებით დრიბლინგი! უძლიერესია. დიქსონმა როგორც იქნა გაუშვა სამიანები! ძალიან კარგია, მაგრამ #1 ცინცაძეა! რასაც უმეტესობა ცინცაძეს საყვედურობს ის მარიაჟობა არ არის. ის საკალათბურთო დრიბლინგის უმაღლესი დონეა. ისეთი დონე იმის ზემოთ არაფერი რომ არ არის!
არჩილ ხოფერია
18 სექტემბერი 2016 22:57
0
ყოჩაღთ ბიჭებო, დიდი ხანია მონატრებული ვართ ქართველი გულშემატკივარი ასეთ სიხარულს. გაიხარეთ.
gizog
18 სექტემბერი 2016 22:36
0
"შოთა გუგეშაშვილი" კომენტარებში წერს, საქართველოს ჩემპიონატს მიხედონო. ჩემპიონატი მიხედილია და ყველანაირი საერტაშორისო ნორმის მიხედვით ტარდება. რა თქმა უნდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან მეტ ტანხებს თუ გამოუყოფენ, უკეთესი იქნება. მთავარი კი ის არის, რომ მიუხედავად უფასო დასწრებისა, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე ახალი სპორტის სასახლე, სადაც 2 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა, ცარიელია. იგივე მდგომარეობაა ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებზეც. შედეგს საერთოდ რა პირით ითხოვენ ე.წ. "გულშემატკივრები" გასაკვირია. რა იყო, ათასი კაცი მაინც რომ დაესწროს თამაშს, საოცნებო გახდა. მოკლედ, ვთვლი რომ ასეთი გულშემატკივრის წინაშე არავინაა ვალდებული. მხოლოდ ეროვნული ნაკრების ერთ თამაშზე დასწრება არაფერს ნიშნავს.
თამაშებმა და ნაკრების ნაჩვენებმა შედეგებმა დაგვანახა, რომ ზუროსი ნამდვილად საქმის დიდოსტატია, დიქსონიც კარგი არჩევანია. წარმატებები ნაკრებს. გულშემატკივარს მოვუწოდებ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს დაესწრონ და ახალგაზრდებს მეტად გაუჩნდებათ თავის გამოჩენის სურვილი.
ნიკოლოზი
18 სექტემბერი 2016 21:35
0
გენაცვალეთ ბიჭებო!
namdvili zaza
18 სექტემბერი 2016 20:21
0
ნაკრებში ყველა ვეტერანია.2 წელიწადში ნაკრები აღარ გვეყოლება.პერსპექტიული ახალგაზრდები საერთოდ აღარა ჩანან.
რა გვეშველება
18 სექტემბერი 2016 17:28
0
დიდი მადლობა ყველას!
დიქსონმა აშკარად გაამართლა!
სანიკიძე, ცინცაძე ...ყველა თავდადებით იბრძოდა, მაგრამ... ფაჩულია გუნდის მთავარი იდეოლოგია!... მისი განწყობა მოედანზე იწყება ტელევიზორთანაც კი იგრძნობა!.. ძალაინ მაგარი თამაში, და დიდი გამარჯვება იყო!
წარმატებები ყველას!
ziz
18 სექტემბერი 2016 16:34
0
ბიჭებო დიდი მადლობა თავდადებისთვის!დაამტკიცეთ რომ ჯგუფის ლიდერები ხართ.
მაგრად გაგვახარეთ!
გელა
18 სექტემბერი 2016 16:02
0
ჩაგივარდა რუსეთუმევ კოვზი ნაცარში.
უბრალოდ თავს არ მოიკლავენ , თორემ ჩვენს უშენგელიო ნაკრაებს მონტენეგრო 40-ქულიანი სხვაობითაც კი დაამარცხებს.-ამ კომენტარის ავტორს
18 სექტემბერი 2016 16:00
0
რამდენიმე დღის წინ დავწერე, ჩვენი ნაკრების თამაში არ მომწონს მეთქი; უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ბოდიშს ვუხდი ბიჭებს. გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის!
levani kaxeti
18 სექტემბერი 2016 15:22
0
ყველაფერი კარგი იყი, მაგრამ რაღაც მგონია, რომ ცინცაძე ერთგვარად ზღუდავს და აკომპლექსებს დიქსონს, თვითონაც ზედმეტად მარიაჟობს, თითქოს ამტკიცებს, რომ ამერიკელზე ნაკლები არაფრით არაა, პირველ ნომრად უნდა ითამაშოს დიქსონმა და ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება ერთიც და მეორეც, იმედია ვცდები.
ბმბ
18 სექტემბერი 2016 15:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული