ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.
ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების
მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.
ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.
დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.
მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით - გიორგი ცინცაძე.
თამაშებმა და ნაკრების ნაჩვენებმა შედეგებმა დაგვანახა, რომ ზუროსი ნამდვილად საქმის დიდოსტატია, დიქსონიც კარგი არჩევანია. წარმატებები ნაკრებს. გულშემატკივარს მოვუწოდებ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს დაესწრონ და ახალგაზრდებს მეტად გაუჩნდებათ თავის გამოჩენის სურვილი.
დიქსონმა აშკარად გაამართლა!
სანიკიძე, ცინცაძე ...ყველა თავდადებით იბრძოდა, მაგრამ... ფაჩულია გუნდის მთავარი იდეოლოგია!... მისი განწყობა მოედანზე იწყება ტელევიზორთანაც კი იგრძნობა!.. ძალაინ მაგარი თამაში, და დიდი გამარჯვება იყო!
წარმატებები ყველას!
მაგრად გაგვახარეთ!