რეაქციები საქართველოს ნაკრების გასახდელში მონტენეგროსთან მოგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი კალათბურთელები სტუმრად მონტენეგროსთან გამარჯვების შემდეგ დადებით ემოციებს არ ფარავდნენ.

ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს რა რეაქციები აქვთ ქართველ კალათბურთელებს პრინციპული გამარჯვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშთ 90:84 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველომ რევანში აიღო საშინაო მარცხისთვის და ევრობასკეტზე ჯგუფში პირველი ადგილით გავიდა.

- საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
გაიხარეთ, ბიჭებო, როგორც ჩვენ გვახარებთ! ძალიან მაგრები ხართ.
გაიხარეთ!
19 სექტემბერი 2016 02:32
0
.....მერე ფეხბურთია და "კორვალოლი", "ვალერიანი" და "ნიშადურის სპირტი"მოიმარაგეთ და მზად იყავით ნებისმიერი სტრესისთვის, უნდა გეთქვა ალბათ ხომ გელას.
........
19 სექტემბერი 2016 00:07
0
გენაცვალეთ
დავითი
18 სექტემბერი 2016 23:53
0
ქართველი ტელეკომენტატორები ძალიან სუსტად უძღვებიან ტელეტრანსლაციას. არც თამაშის ნიუანსებში ერკვევიან, არც ემოციებს ავლენენ. მოკლედ, უინტერესოდ მიყავთ.
გიო
18 სექტემბერი 2016 23:10
0
მწვრთნელი ყველა ნაკლის გამოსწორებას ახერხებს. ასეთი სწორი დაცვა არასოდეს გვყოლია. გადამწყვეტ მომენტში მატჩის შემობრუნებაც ორივეჯერ შეძლო, თბილისშიც(ბოლო წამებზე მსაჯმა გვიმუხთლა) და მონტენეგროშიც, ანუ ბრძოლისუნარიანობა აუმაღლა გუნდს. საინტერესოა, ხელფასი რამდენი აქვს. ქეცბაიაზე და ვაისზე ნაკლები ქვს ალბათ, შესაძლოა რამდენჯერმე ნაკლებიც. ჩემი აზრით, მეტი ეკუთვნის. დიქსონი ხომ საერთოდ, დიდებული შენაძენია. რაც მთავარია, გუნდმა ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა არაფრად ჩააგდო. პირიქით, უფრო გახსნილად ითამაშეს.
მთავრობას მოვუწოდებ, მეტი დაფინანსება და დახმერება გაუწიონ კალათბურთს, რეალურად, მსოფლიო მასშტაბით ფეხბურთის შემდეგ ყველაზე გავრცელებულ და კომერციულ გუნდურ სახეობას. ფეხბურთში გადაყრილი უზარმაზარი თანხები მხოლოდ ნერვების მოსაშლელ შედეგს იძლევა. როგორც ვიცი, პრემიერ-მინისტრს უყვარს კალათბურთი, ჰოდა გვერდში დაუდექით. ბერა ივანიშვილი დავინახე შესარჩევ თამაშებზე, როგორც ჩანს ისიც გულშემატკივრობს. საქართველოს ჩემპიონატზე უნდა იაროს მაყურებელმა, დარბაზი სულ ცარიელია. სპონსორებიც თითქმის არ ჩანან. მხარდაჭერა და წარმატებები.
გიო
18 სექტემბერი 2016 22:53
0
90-84 შეასწორეთ ანგარიში 6 ქულით მოვიგეთ
pa
18 სექტემბერი 2016 19:22
0
ყოჩაღ და მადლობა თქვენ, ოქტომბრამდე არა გვიშავს... მერე ფეხბურთია დაა...........
gela
18 სექტემბერი 2016 18:54
0
ვინმეს არ ეგონოს მონტენეგრო სუსტია,აი ნახავთ ევრობასკეტზე რა მაგრა გამოვა.უბრალოდ ჩვენები უკვე ევროპის ტოპ 10 ულში არიან თავიანთი კლასით. და კიდევ ჩემი აზრით ზუროსი ძლიერი მწვრთნელია წინა მწვრთვნელისგან განსხვავებით დააკვირდებოდით ალბათ არ აგვიანებს წუთ შესვენებებს და კიდევ ჩვენებს თვითდაჯერება შემატა,რაც ძალიან ბევრს ნუშნავს.
ჯონი
18 სექტემბერი 2016 18:52
0
არ მახსოცს დაცვაში ასე ეთამაშოთ ჩვენებს
მაგარი მწვრთნელი გვყოლია
Domenti
18 სექტემბერი 2016 17:55
0
რაც მთავარია ეს ის საქართველოს ნაკრები არ არის, რაც გვახსოვს, გადამწყვეტ მომენტებში ხელი რომ უკანკალებდათ და ჩასაგდებსაც ვერ აგდებდნენ, ყოჩაღ ზუროსს და გილოცავთ ყველას!
Irakli
18 სექტემბერი 2016 16:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული