TimeLine: წამოვაქციეთ ბატკანი

AutoSharing Option
ესეც ასე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც თქვა - ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ბევრიც ლამაზი დღე გვქონდაო. შესარჩევი ეტაპის მსვლელობისას დაძაბულობის ტემპერატურა მაქსიმალური იყო, მონტენეგროში მოგების შემდეგ კი ყველამ ერთად გავიხარეთ, ამოვისუნთქეთ და დღეს ერთგვარი განმუხტვაც შეიძლება.

ბევრი ვარჩიე საქართველოს ნაკრების მატჩებისა და ვარჯიშების სახალისო ფოტოები და თავი "ტაიმლაინში" მოვუყარე.

* * *
ვიქტორ სანიკიძეს იტალიელებმა AIR GEORGIA შეარქვეს. ვიქტორს სიმაღლე რომ არაფრად მიაჩნდა, დიდი ხანია, დაამტკიცა. მან ხომ გრავიტაციის თეორია დაარღვია, ახლა კი აინშტაინის ფარდობითობის
თეორიას მიადგა. ამ თეორიამ გამოააშკარავა მოძრავი ობიექტის სივრცული და დროითი მახასიათებლების დამოკიდებულება ათვლის სისტემის მიმართ ამ ობიექტის სიჩქარეზე და შემოიღო სივრცისა და დროის ერთიანი ოთხგანზომილებიანი კონტინუუმი – სივრცე-დრო.

უფრო მარტივადაც აგიხსნით: სანიკიძემ არც დროს დაუწყო თვლა, არც სივრცეს გახედა, რომელშიც კალათი ბუზის ტოლად მოჩანდა, აიღო ბურთი, სტყორცნა და ჩააგდო - 85:84 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ამ სამიანით მონტენეგროს ბოლოჯერ გადავასწარით და 90:84 დავამარცხეთ.

ნამატჩევს, ვიქტორმა ის წერტილი მონიშნა, საიდანაც სამიანი ჩააგდო და ევრობასკეტზე პირველი ადგილით გავედით.

Sportall.Ge

ევროპაში მოღვაწე ფოტოგრაფმა ბესო ელბაქიძემ სლოვაკეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი საინტერესო მომენტში გადაიღო. თითქოს, იგი ქვევრში მყოფ აბესალომს ეკითხება - მანდ როგორ მოხვდიო. არადა, ბატონ ილიასს აბესალომზე კარგად სცოდნია როგორ უნდა მოვხვედრილიყავით ევრობასკეტზე. თანაც, პირველი ადგილით.

Sportall.Ge

* * *
ალბანეთის ნაკრებში თამაშობდა კალათბურთელი გვარად დედა. იგი მთავარი ცენტრის ჰისენაგოლის შემცვლელი იყო და ხშირად უწევდა ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინის წინააღმდეგ თამაში. ალბანელებმა ორი მატჩის ჯამში -59 ქულით წააგეს, მათ ვერც დედამ უშველა და ვერც...

Sportall.Ge

მამა აბრამის ბატკნად კი გამოჩნდა ნიკოლა ვუჩევიჩი საქართველო-მონტენეგროს მატჩის ბოლოს - თორნიკე შენგელიას ფარქვეშ ხელი ჰკრა,
ბურთი თავად მოხსნა და სტუმრებს მოაგებინა. სწორედ ამ მარცხის შემდეგ დავიწყეთ მიღებული და გაშვებული ბურთების თვლა. 14 სექტემბერს თბილისში სლოვაკეთს ვუმასპინძლეთ, რომლისთვისაც დიდი სხვაობით მოგება გვჭირდებოდა. მატჩის წინ გიორგი შერმადინს მეტოქე ცენტრებზე ვესაუბრე. ერთი ტანდაბალი, ჯმუხი მეფარე ჰყავთ, გვარად ბატკა.

ჰოდა, კი წამოვაქციეთ სლოვაკეთი თავის ბატკანიანად...

Sportall.Ge

ეს სურათი საქართველო-სლოვაკეთის მატჩიდანაა. მისი ავტორია ფრიდონ გეგეშიძე. მატჩის დღეს გაზეთისთვის ფოტოებს რომ ვარჩევდი, წამიერად გამიჭირდა აღქმა - სწორი იყო, თუ ამოყირავებული. კომპიუტერში 180 გრადუსით (Flip Vertical) ამოვატრიალე და უკეთესი ხედი მივიღე: ერთბაშად ოთხი კალათბურთელი აფრენილა ფარს ზემოთ და ბურთის ჩაგდებას ლამობს.

Sportall.Ge

ოქტომბერში არჩევნებია. ამ თემას სპორტულ "ტაიმლაინს" აუცილებლად მივუძღვნით, მანამდე კი ერთ ფოტოს შემოგთავაზებთ, რომელზეც გაპოლიტიკურებული ტაბლო ხატია: მასზე სამჯერ წერია 41 და ორჯერ - 5.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერედა .. შეიცვალე ეროვნება ვინ გიშლის რატო რჩები ქართველი? შენ შემთხვევით ის აშშ-ში მყოფი ქართველი ხომ არ ხარ მსოფლიო სპორტზე, რო პოსტავს ზაზას, რომ ლანძღავ სულ?
odala-s
15:51 27-09-2016
0
ამას ამბობდა ქართველი ,სპარსეთში გადახვეწილი,რაც უნდა მტანჯონ,მაწამონ,მაინც ვიქნები ქართველი.
მაგრამ შენ ქართველობა აღარ გსურს,ფრენა მოგინდა და დაირქვი კ-ოდალა.კოდაკა გქვია,მაგრამ მაინც ღამურა ხარ.
სოსო
19:05 25-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული