ესეც ლოგიკური იყო, რადგან რუმინეთი და უნგრეთი მეზობელი ქვეყნებია და ქალაქ კლუჟში ბევრი უნგრელი გულშემატკივრის ჩასვლას ელიან, ისევე, როგორც ისრაელში - ბევრი ლიტველისა და ფინეთში ბევრი ისლანდიელისა. მასპინძლები, გარდა იმისა, რომ მეტოქეთა სიძლიერეს უყურებენ, არჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფინანსურ მხარესაც.
არაოფიციალური დაანგარიშებით, საქართველოს ნაკრები რუსეთთან, სლოვენიასთან და უნგრეთთან ერთად წილისყრისას მეოთხე კალათაში მოთავსდება. რადგან უნგრელები ჩვენი თანაკალათელები უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ რუმინეთის ჯგუფში ვეღარც საქართველო მოხვდება, ვერც რუსეთი და ვერც სლოვენია.
ერთადერთი მასპინძელი, რომელსაც პარტნიორი ჯერ არ აურჩევია, თურქეთია. ბევრი ვარაუდობს, რომ თურქები რუსებს მიიწვევენ. თუ ასე მოხდა, საქართველოსთვის ორი ვარიანტიღა დარჩება - ფინეთი ან ისრაელი.
ევრობასკეტის წილისყრა 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"