ეს ზაზამაც კარგად იცის... NBA.COM "ოლ სტარში" ფაჩულიას შანსებს აფასებს

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სტარტერთა ხმის მიცემის მეორე საშუალედო შედეგები ცნობილია - ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილი განიმტკიცა.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!
- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ამას NBA.COM სპეციალური სტატიით გამოეხმაურა:

"ზაზა ფაჩულიას ხმები ამჯერად 823 476-ს ითვლის. ეს კი 192 ათასით მეტია, ვიდრე "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდის მაჩვენებელი, ვინც მესამე ადგილზეა. ეს კიდევ თითქმის ორმაგია ერთი კვირის სხვაობასთან შედარებით - მაშინ ზაზა კავაის 98
ათასი ხმით უსწრებდა.

გასულ კვირასთან შედარებით, დასავლეთის კონფერენციის ფორვარდთა ათეულის მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფაჩულიას ხმების ჯამი 87,3%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი კი, თუ აჩქარების მიხედვით დავახარისხებთ, მეოთხეა NBA-ში თავის კატეგორიაში. ზაზა მხოლოდ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს (96%), ლამარკუს ოლდრიჯს (89%) და დემარკუს კაზინსს (87,4%) ჩამორჩება.

ფანების გამოკითხვა ორშაბათს 23:59-ზე სრულდება (აღმოსავლეთამერიკული დროით), "ოლ სტარის" ვარსკვლავები კი მხოლოდ 19 იანვარს გამოცხადდება, TNT-ის ლაივშოუში. ზუსტად ერთი თვის მერე კი ნიუ ორლეანში მატჩიც გაიმართება.

სტარტერებს ფანები, მედია და კალათბურთელები შეარჩევენ, ხოლო თითო გუნდში 7-7 სათადარიგოს უკვე მწვრთნელები დაასახალებენ.

არავინ აღარ დარდობს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 5,5 ქულასა და 5,7 მოხსნას აკეთებს (18,4 წუთში), "ოლ სტარტის" სასტარტოში ადგილს რომელიმე ფორვარდს ან ცენტრს წაართმევს, ვინც თამაშს მასზე მეტად იმსახურებს.

შარშან ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი გუნდი მოიარა NBA-ში, 14 227 ხმა დააკლო მიზანს, ფორვარდებს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და "ოლ სტარი" ვერ ითამაშა.

წლეულს NBA სულ სხვანაირად ასახელებს "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეებს, მხოლოდ ფანების ხმები საკმარისი არ არის, მას 50%-იანი ძალა აქვს. 25-25% კი მედიასა და კალათბურთელების ხმებზეა დამოკიდებული.

ფაჩულიამ სამი მაჩვენებლიდან ორში მაინც უნდა აჩვენოს კარგი შედეგი, რომ უფრო დამსახურებული კალათბურთელი ამოაგდოს შემადგენლობიდან.

ეს თავად ზაზამაც კარგად იცის, მან ახლახან NBA TV-ის დენის სკოტს განუცხადა:

"მე ისედაც ვთავაშობ "ოლ სტარში", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოთხივე თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო შემადგენლობიდან ნიუ ორლეანში ითამაშებს. ასე რომ, "ოლ სტარში" ყოველდღე ისედაც ვთამაშობ", - გვითხრა ზაზამ სიცილით და ყურადღება "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურ კვარტეტზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) გაამახვილა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია თანაგუნდელებში, მეტოქეებში და მედიაშიც კი. ასე რომ, ხმები მან აქაც შეიძლება მიიღოს.

ასევე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ხმებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება საგარეო ფაქტორმაც იქონიოს. მაგალითად, ზაზას სამშობლოში მთავარი ბანკი მოუწოდებს კლიენტებს, სწორედ მას დაუჭირონ მხარი"...
მკითხველის კომენტარები / 39 /
რა თქმა უნდა, "daTo" მართალია და ეს პატარა ერის კომპლექსია. საერთოდაც, ყველაფერში სუსტი და დამარცხებული ადამიანი(ამ შემთხვევაში ქართველები) რა რაც მეასეხარისხოვანში პოულობენ შვებას. ნბა-ს "ოლ სტარი" ამერიკელებისთვისაც არაფერს ნიშნავს და ამაზე ხმის მიმცემთა რაოდენობა მეტყველებს. ეს ჩვეულებრივი, რიგითი შოუა, რომლის მსგავსიც ყოველდღე, თანაც რამდენიმე ტარდება. სასაცილო კი არა, სატირალია, როდესაც მთელი ერი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა, საერთაშორისო სტანდარტებით, შეიძლება ითქვას ღარიბია, ერი, რომლის ასევე აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა სახის სესხებზეა დამოკიდებული, რომელსაც პერსპექტივა სიზმარშიც არ აქვს, თავის "ადგილს" ასეთ თამაშში, ანუ ვირტუალურ სამყაროში, რასაც ხმის მიცემა ქვია, იქ ხედავს. მხარდაჭერა კარგ საქმეში, ზოგადად კარგია, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რამეა. რას ვიზამ, მეც ამ კომპლექსიანი ერის წარმომადგენელი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს სრული მარაზმია, მაინც ხმას ვაძლევ ზაზა ფაჩულიას. ისიც ვიცი, რომ მაინც ვერ მოხვდება "ოლ სტარ"-ში. ყველაფერ ამაში კი მხოლოდ ის მაინტერესებს, ქართველების მიერ მიცემული ხმების გარდა რამდენი ხმა მიიღო. ანუ, რეალურად რომელ ადგილზეა.
P.S. დავამატებ, რომ სხვა ე.წ. "გულშემატკივრებისგან" განსხვავებით, კარგად ვერკვევი კალათბურთში და აშშ-ში ცხოვრების პერიოდში ნბა-ს რამდენიმე თამაშზეც დავესწარი.
P.S.S. და კიდევ, სულ ბოლოს. ვიმეორებ, მეც ამ ერის წარმომადგენელი ვარ და ამიტომ NBA vote Zaza Pachulia
გიო
14 იანვარი 2017 15:36
0
ახლა დათოს პრემიერის, ან რომელიმე მინისტრის პოსტი რომ შესთავაზო, ნეტა უარს იტყვის იმ მიზეზით, რომ ჩემთვის შეუფერებელი არისო?
Bmb
14 იანვარი 2017 14:26
0
"პატარა ერის კომპლექსი"- თუ შენიანის მხარდაჭერას ნიშნავს ს ხ ვ ა (!) ქვეყანაში, კომპექსი ეძახე და, კარგი და მისასალმებელი საქმეა! ჰოდა, არ ვარგა თქვენი შედარება რაღაც სამსახურში დანიშვნაზე, ბატონო ჩემო. მითუმეტეს, "მეხოტბეობაზე" - ძალიან ცუდად და უადგილოთ გამოგივიდა(თ)... პ.ს.ახალ წელს გილოცავთ (ყველას)!
daTo-ს
14 იანვარი 2017 13:27
0
მივცეთ ხმა ზაზას, დღეს ზაზასთვის მიცემული ხმა საქართველოსთვის მიცემული ხმაა! ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთდა ნახავთ ზაზას ოლ სტარზში! თუ ხმების დათვლის შემდეგ კვლავ მეორეზე მაინც დარჩა თავის პოზიციაზე, სტივენ კერი - მწვრთელი იმ 7 კაციანში აუცილებლად შეიყვანს! 100% დარწმუნებული ვარ! კაცია, ადამიანია!
არჩილ ხოფერია
14 იანვარი 2017 12:53
0
ზაზას ალბათ ოლ სტარის გარეთ დაარჩენენ,მაგრამ ზაზა კიდევ მოუმატებს და ამერიკელებს ათქმევინებს,რომ შეცდნენ მასთან მიმართებაში.
სოსო
14 იანვარი 2017 11:51
0
კომპლექსი არაკვახი თუ რაიმე შეგიძლია უნდა დაამტკიცო პატარა ერს დასამკვიდრებლად სულ სხვა გზის გავლა უწევს ვიდრე მრავალრიცხოვანს ისე ამერიკის მონებო იცოდეთამერიკის ხალხმა ჰილარი აირჩია პრეზიდენტი კი ტრამპი გახდა ეგეც ქართველების ბრალია
DATOS
14 იანვარი 2017 10:02
0
ამერიკლების გადაკრულ სიტყვას გაგება უნდა. ბერა და ძმანი მისნი - ბანკი არ არაა. ერთადერთი ბანკი თვიტონ სხვისგან რომ არ იგებს სესხს რომ მერე სხვებზე გასცეს.
ამერი
14 იანვარი 2017 09:02
0
რომელია საქართველოში მთავარი ბანკი?
baxt
14 იანვარი 2017 08:07
0
ერთი ამ ქაჯების ... ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, ზაზას ხმები მილიონნახევრამდე ავიყვანოთ და თუ ისინი მაინც არ შეიყვანენ და მისი ხმების ნახევრის მქონეს ამჯობინებენ, ოლსტარის გაბანძებაზე თვითონ აგონ პასუხი
მერაბი გ.
14 იანვარი 2017 07:09
0
Zogadad bankebis mxriv AR var ganwkobili kargad magram mouwodebs da reklamas uketebs Ra shuashia gamoxatavs mxardacheras da amashi Kargis meti araferia zogadad bankebis onlain sesxebi sxva temaa magram zaza zazaa da chvenia da banki iqneba you sxva Ramesh dawesebuleba AR aqvs azri zaza magaria nu chven gvinda da chven xmebsac da gindac mowodebebi vuwodot es bevrs nishnavs
Ab
14 იანვარი 2017 02:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული