ეს ზაზამაც კარგად იცის... NBA.COM "ოლ სტარში" ფაჩულიას შანსებს აფასებს

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სტარტერთა ხმის მიცემის მეორე საშუალედო შედეგები ცნობილია - ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილი განიმტკიცა.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!
- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ამას NBA.COM სპეციალური სტატიით გამოეხმაურა:

"ზაზა ფაჩულიას ხმები ამჯერად 823 476-ს ითვლის. ეს კი 192 ათასით მეტია, ვიდრე "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდის მაჩვენებელი, ვინც მესამე ადგილზეა. ეს კიდევ თითქმის ორმაგია ერთი კვირის სხვაობასთან შედარებით - მაშინ ზაზა კავაის 98
ათასი ხმით უსწრებდა.

გასულ კვირასთან შედარებით, დასავლეთის კონფერენციის ფორვარდთა ათეულის მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფაჩულიას ხმების ჯამი 87,3%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი კი, თუ აჩქარების მიხედვით დავახარისხებთ, მეოთხეა NBA-ში თავის კატეგორიაში. ზაზა მხოლოდ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს (96%), ლამარკუს ოლდრიჯს (89%) და დემარკუს კაზინსს (87,4%) ჩამორჩება.

ფანების გამოკითხვა ორშაბათს 23:59-ზე სრულდება (აღმოსავლეთამერიკული დროით), "ოლ სტარის" ვარსკვლავები კი მხოლოდ 19 იანვარს გამოცხადდება, TNT-ის ლაივშოუში. ზუსტად ერთი თვის მერე კი ნიუ ორლეანში მატჩიც გაიმართება.

სტარტერებს ფანები, მედია და კალათბურთელები შეარჩევენ, ხოლო თითო გუნდში 7-7 სათადარიგოს უკვე მწვრთნელები დაასახალებენ.

არავინ აღარ დარდობს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 5,5 ქულასა და 5,7 მოხსნას აკეთებს (18,4 წუთში), "ოლ სტარტის" სასტარტოში ადგილს რომელიმე ფორვარდს ან ცენტრს წაართმევს, ვინც თამაშს მასზე მეტად იმსახურებს.

შარშან ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი გუნდი მოიარა NBA-ში, 14 227 ხმა დააკლო მიზანს, ფორვარდებს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და "ოლ სტარი" ვერ ითამაშა.

წლეულს NBA სულ სხვანაირად ასახელებს "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეებს, მხოლოდ ფანების ხმები საკმარისი არ არის, მას 50%-იანი ძალა აქვს. 25-25% კი მედიასა და კალათბურთელების ხმებზეა დამოკიდებული.

ფაჩულიამ სამი მაჩვენებლიდან ორში მაინც უნდა აჩვენოს კარგი შედეგი, რომ უფრო დამსახურებული კალათბურთელი ამოაგდოს შემადგენლობიდან.

ეს თავად ზაზამაც კარგად იცის, მან ახლახან NBA TV-ის დენის სკოტს განუცხადა:

"მე ისედაც ვთავაშობ "ოლ სტარში", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოთხივე თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო შემადგენლობიდან ნიუ ორლეანში ითამაშებს. ასე რომ, "ოლ სტარში" ყოველდღე ისედაც ვთამაშობ", - გვითხრა ზაზამ სიცილით და ყურადღება "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურ კვარტეტზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) გაამახვილა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია თანაგუნდელებში, მეტოქეებში და მედიაშიც კი. ასე რომ, ხმები მან აქაც შეიძლება მიიღოს.

ასევე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ხმებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება საგარეო ფაქტორმაც იქონიოს. მაგალითად, ზაზას სამშობლოში მთავარი ბანკი მოუწოდებს კლიენტებს, სწორედ მას დაუჭირონ მხარი"...
მკითხველის კომენტარები / 39 /
რა შუაშია სად ცხოვრობ და რა გაქ ნანახი? ან რა ჩაიხვიეთ ეს პატარა ერის კომპლექსი, კომპლექსი,კომპლექსი, ყველგან ეს სიტყვა ისმის, / მეც საზღვარგარეთ ვხოვრობ წლებია და არავისზე ნაკლები ქვეყნის შვილი არ ვარ, უფრო მეტიც, მეც უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა ევროპელზე, მაგრამ ძალიან შორს არიან ელემენტარული კულტურისგან, ყველა არა რათქმაუნდა , მაგრამ უმრავლესობა ასეა... რაც შეეხება ზაზას ჩვენია და ვუჩერთ მხარს, რა არი მერე ამაში ცუდი? ხმის მიცემის წესებიც ისეთია რო ნებისმიერს შეუძლია მიცეს ხმა, მაშინ გააუქმონ თუ არ მოწონთ და მწვრთნელებმა და თვითონ კალათბურთელებმა აირჩიონ... კომპლექსები ვისაც აწუხებს , თვითონ ის ადამიანები არიან დაკომპლექსებულები და თან ძალიან ბევრია ასეთი ....
Vasili
16 იანვარი 2017 20:03
0
ყველას, ვინც ასე აღტაცებით დაუჭირეთ მხარი ზაზას ანუ ვინც უანგაროდ მივეცით მხარი ერთმანეთს დიდ მადლობას გიხდით! ზაზას და ტქვენ გამო მეამაყება რომ ქართველი ვარ! მგონი ამერიკელი სპორტული კომენტატორი ზოგიერთ ჩვენს პრადვინუტ სამართლიანობის მოყვარულზე უფრო კარგად ჩაწვდა საქმი არსს! http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/legionerebi/100241-bluemanhoopcom-sami-mizezi-ratom-unda-ithamashos-zaza-fachuliam-qol-starshiq.html წაიკითხეთ და გაუმჯობესდით!
არჩილ ხოფერია
16 იანვარი 2017 19:08
0
ეგრეა! "დავითი"-ით დაპოსტავს, "გიო"-თი, თუ სულაც, "უცხოფრათ"- daTo-ს დაირქმევს, წეროს და... (მერე) იკითხოს!
არჩილ ხოფერიას!
16 იანვარი 2017 16:45
0
დაანებეთ ამ 1-2 დათოს თავი. გავა დრო და თითონ მოვა აზრზე. თუ არ მოვა და ამითაც არაფერი დაშავდება. დღეს ხმის მიცემის ბოლო დღეა და ჩვენ კომპლექსებიანი ვართ თუ რაც უნდათ დაგვარქვან ამ თითო ოროლა დათომ, მივცეთ ხმა ზაზას, საქართველოს, ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს! ერთად დგომის ეს შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია დაჭრილ ქართველ ერს გამთლიანება და იდეისათვის ბრძოლა, დამერწმუნეთ, მომავალ თაობებს გადაეცემა! საქართველოს ისტორიაში შევა! მილიონი ქართული ხმა ჩვენს საამაყო ზაზას!
არჩილ ხოფერია
16 იანვარი 2017 11:13
0
ფაჩულია NBA-სათვის არის დაბალი დონის კალათბურთელი, ასეთი ამერიკის ათეულობით კლუბში არის ასეულობით. ფაჩულია რასაც საუკეთესო შედეგს აჩვენებს, ის უნდა იყოს მისი ყველაზე უარესი შედეგი, რომ ოლ სტარში დასახელების შანსი გქონდეს.
მაგრამ აქ ერევა ქართველი ხალხის ღრმა პროვინციალიზმი და აძლევენ ხმას ასეთ ოლ სტარისთვის აშკარად უღირს კანდიდატს. ისევე როგორც სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავენ თავიანთ ნათესავებს, ძმაკაცებს და ახლობლებს, არა ღირსების და დამსახურებების გამო, არამედ სწორედ ამ პრინციპებით. ამიტომაც ვცხოვრობთ ასე ცუდად ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ყოველთვის გვყავს უვარგისი მთავრობა, მერია, გამგებლები და ვინც გინდა კიდევ ის.
დავითი
16 იანვარი 2017 10:54
0
Amerikelebis dedac Vinc laparakobs rom Banki tu azlevs khmas zazas mashin ras laparakob didi mkhardachera aq, ES yvelaferi Chven qartvel khalkhs fekhebze gverdit, Chven vajlevt khmas shesanishnav kacs da shesanishnav kalatburtels da saertod Magar sportsmens, da aq gio wers ragac kompleqse da eg jmao Chven ar gvainteresbs, saqartvelos gaumarjos, qartvel khalkhs gaumarjos da chvens zazas gaumarjos
khvicha
14 იანვარი 2017 21:48
0
როგორც ჩანს დიდი გამოხმაურება მოჰყოლია ჩემ პოსტს, რათქმაუნდა კომპლექსია მეგობრებო, ერთი ის მითხარით სხვა ქვეყნები ასეთი მონდომებით რატომ არ აპიარებენ თავიანთ მოთამაშეებს ნბს-ში?? იმიტომ რომ ყველამ იცის ყველა ვარსკვლავის მატჩი გულშემატკივართა ზეიმია და არა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ერის, მიზნის მიღწევის საშუალება, ზაზასა დამსახურებებების ჩამოტვლა შორს წაგვიყვანს დიახ საამაყო და მისაბაძი ქართველია ნებისმიერი ჩვენგანისთვის და სატანადოდ დაფასებულიც ყოველგვარი ნბავოუთის გარეშეც და თუ მაინდამაინც მისი დაფასებაა არგუმენტი დალოცვილებო ბავშვთა კალათბურთის განვიტარებისტვის ვიზრუნოტ ყველამ ერტად სპორტის ეს სახეობა მარტო მაშინ რომ გვახსენდება, როცა ეროვნული ნაკრების თამაშებია, ზაზა რომ ქართველია და მარტო ამიტომ უჭერთ მხარს მაშინ ულტრანაციონალიზმთან გვაქვს საქმე, რომელსაც მე არ ვიზიარებ ვინაიდან ამ შემტხვევაში უკიდურესი ნაციონალიზმი (ამ შემტხვევაში ზოგადად ერის თვისებაზე ვსაუბრობ და არა ზაზასთვის ხმის მიცემაზე) რბილად რომ ვთქვათ, ცუდია. და მაინც რიტ განსხვავდებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც დაუმსახურებლად აწინაურებს თავის ნაცნობ-მეგობრებს საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე (მიუხედავად ამ თანამდებობის პირებისადმი დაწინაურებულების დამსახურებებისა)??
daTo
14 იანვარი 2017 18:33
0
"საჭიროა, თუ არა "ფილოსოფოსობა" და ამდენი "სიბრძნის" ფრქვევა?"-ს. მადლობა, რომ წაიკითხე ჩემი კომენტარი. ეს არც "სიბრძნის ფრქვევაა", არც ვინმეს ჭკუის სწავლება. მე ვწერ იმას, რაც სინამდვილეა. არსად ვამბობ, "რას იტყვიან აშშ-ში", რადგან საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი(რახან ეგრე გაგიგია, მაგითაც აჩვენებ კომლექსიანობას) ნბა-ს თამაშებზე დასწრება, თუნდაც სამხატვრო გალერეაში მისვლა უკვე იმაზე მეტს ნიშნავს, ვისაც არც ერთი, არც მეორე, თვალით არ უნახავს, წარმოდგენაც არ აქვს რა არის მხატვრობა, ან კალათბურთი და საუკეთესო მხატვრის, ან კალათბურთელის არჩევნებში მონაწილეობს. ჩემთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, რაშედეგს აჩვენებს საქართველოს ნაკრები და ქართველი სპორტის ნებისმიერ სახეობაში, თორემ რაღაც შოუში, რომელიც, ვიმეორებ, ამერიკელთათვის(მოსახლეობას და არა გადამკვდარ გულშემატკივრებს ვგულისხმობ) სრულიად უმნიშვნელოა, ზაზა მიიღებს, თუ არა მონაწილეობას, დამსახურებით უნდა გადაწყვიტონ. ისე, 14 წელი ითამაშე, თუ საუკუნე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გამორცეული და ძლიერი იყო. "ოლ სტარი" ვეტერანთა თავშეყრის ადგილი არ არის, არც პიროვნული თვისებებით ანიჭებენ ვინმეს უპირატესობას.
მოკლედ, გეყოთ ეს "პაკაზუხობა". საქმის კეთება ისწავლეთ და რეალურ სამყაროში დააფასეთ ქართველები, რომლებსაც 24 საათი კბენთ და კლავთ. მე კი აშშ-ში ვსწავლობდი და ახლაც მიწევს იქ ჩასვლა და იმაზე მეტ ქართველს დავეხმარე სავსებით უანგაროდ, ვიდრე იმსახურებენ.
ვიმეორებ, რეალურად გააკეთეთ საქვეყნო საქმე და დაუდექით ხალხს და ქვეყანას, რადგან სწორედ ასეთი აზროვნებით, რასაც თუნდაც კომენტარებში ვხედავ, მალე არც ეს ქვეყანა, აღარც ხალხი არ იქნება.
გიო
14 იანვარი 2017 17:49
0
გიო -ს! უპირველესად, "კალანდას" გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ბედნიერება მოეტანოს. ახლა, "მთავარი"! "თქვენი P.S."-ის წაკითხვა უკვე საკმარისია თქვენს შესახებ გარკვეული დასკვნების გამოსატანად და შესაბამისად, ა(ღა)რ უნდა შემოგხმიანებოდით... და, მაინც:"სხვა "გულშემატკივრისაგან" განსხვავებით კარგად ვერკვევი კალათბურთში"-ო, აშშ-შიც გიცხოვრიათ და რამდენიმე/?:)? თამაშსაც დასწრებიხართ - "მაგარი" დასკვნა და ლოგიკური მსჯელობაა! :) თუ კაცი ხარ, არ დაგვიმალო და კინოში, ან ვთვათ სამხატვრო გალერეაში რამდენჯერ ხარ ნამყოფი? მე პირადად მრავალ ათეულჯერ, მაგრამ... ერთი მეზობელი მყავს, მარტო "ბობი"(იყო/არის ასეთი ინდური ფილმი)- ათჯერ აქვს ნანახი, ჰოდა, მერე რა?! :) ახლა, ისევ ე.წ.კომპლექსზე. "ჯერ ერთი", რითაა ცუდი შენიანს რომ აძლევ ხმას, მხარს უჭერ უცხო ქვეყანაში? მეორეც, ეს გამოკითხვა არაა ყველაზე სამართლიანი შეფასებაა NBA-ში მოთამაშეთა და ზაზას 14 წლიანი კარიერა და პიროვნული თვისებები, საკმარისი არგუმენტი/მოტივაციაა, საჩვენებელ-სარეკლამო შეხვედრაში პირველი ქართველის მოხვედრისათვის მხარდასაჭერად. დანარჩენი, სწორედ, რომ კ ო მ პ ლ ე ქ ს ი ა (და თანაც, არაკარგი)- "რას იტყვიან აშშ-ში"? ჩვენთვის მთვავარი ესაა, ხომ? ჰოდა, "რას იტყვის (ამერიკელი) ხალხი", კაი ხნის უკან დაწერა კიტა ბუაჩიძემ... პ.ს.რაც უნდთ ის თქვან!
საჭიროა, თუ არა "ფილოსოფოსობა" და ამდენი "სიბრძნის" ფრქვევა?
14 იანვარი 2017 17:01
0
ვთვლი, რომ აშშ-ს მოქალაქეების გარდა ხმის მიცემაში არავინ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ეს აშშ-ს ჩემპიონატია და რეალური გულშემატკივარიც მხოლოდ იქ არის. საერთოდაც, ეს ინტერნეტისთ ხმის მიცემა არასწორია, რადგან საუკეთესოებს სპეციალისტები უნდა ირჩევდნენ და არა ისინი, რომლებსაც კალათბურთი ტელევიზორშიც არ უნახავთ.
წარმოიდგინეთ, ფეხბურთში საუკეთესო, ანუ "ოქროს ბურთი"-ს მფლობელიც ასე რომ ვლინდებოდეს. ხომ მუდმივად ვინმე ჩინელი, ან იდოელი იქნებოდა.
2015
14 იანვარი 2017 16:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული