ზაზამ ხარი წამოაქცია

AutoSharing Option
"ჩიკაგოსთან" საშინაო მატჩის წინ  NBA-ში "ატლანტა" არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იყო: წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა გამთამაშებელმა კირკ ჰინრიხმა (თუმცა 2 მარტს მოედანს დაუბრუნდა), იმავე შეხვედრაში დაშავდა ჯოშ სმიტი. ამას დავუმატოთ უარყოფითი ფსიქოლოგიური ფონი, რომლის დაძლევა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ ატლანტელებს უჭირდათ.

 

საქმეს ისიც ართულებდა, რომ 2 მარტს ჯორჯიას "ჩიკაგო ბულსი" სტუმრობდა, რომელსაც 41 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ფავორიტები "ჩიკაგოელი ხარები" იყვნენ. მათ ეს სტატუსი პირველ ტაიმში სრულად გაამართლეს - 18 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ (50:35). ამ მეოთხედში

ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელებს 4 ქულა და 2 მოხსნა შეაშველა. მან მწვრთნელისგან 19:20 წუთი სათამაშო დრო მიიღო და ღირსეულადაც ითამაშა. 

მეორე ნახევრიდან "ბორბალი წაღმა დატრიალდა". ათამაშდა ფაჩულიას თანაგუნდელი ელ ჰორფორდი, რომლის შეჩერება ჩიკაგოელებს ძალიან გაუჭირდათ. ელმა ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით მთელი მატჩი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ჩაატარა და ალბათ, ამიტომაც იყო მეტად ეფექტური. ცენტრები, ფაჩულია და კოლინზი მას კარგად ეხმარებოდნენ, სივრცეებს უთავისუფლებდნენ... ჰორფორდმა საბოლოოდ 31 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.

 

ერთ-ერთი გადამწყვეტი ორქულიანი სწორედ ჰორფორდის ანგარიშზე იყო, თუმცა მეტად ღირებული გამოდგა მერვინ უილიამსის დაფარება და საპასუხო იერიშისას ჩაგდებული სამქულიანი, რომლის შედეგადაც "ატლანტამ" ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა - 78:79 (სირენამდე 1:17 წუთით ადრე). ამას მოჰყვა ჰორფორდისა და ჯონსონის ჩატენვები და "ქორებმა" "ხარი" 83:80 წამოაქციეს.

ჯორჯიელებს 37 მოგების წილ 24 წაგება აქვთ და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზე არიან. ისინი "ბოსტონს", "მაიამის", "ჩიკაგოსა" და "ორლანდოს" ჩამორჩებიან.

 

"ატლანტა" 4 თებერვალს "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.

 

ატლანტა-ჩიკაგო 83:80
ზაზა ფაჩულია:
19:20 წუთი, 6 ქულა (5-დან 3 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 პასი, 4 ფოლი.

 

ქრონოლოგია
I პერიოდი
05:50 ზაზამ კოლინზი შეცვალა
05:23 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
05:22 ორქულიანი: 2ქ (6:16)
04:50 მოხსნა: შეტ-2, დაც-0
03:41 ორქულიანი: არაზუსტი
03:07 ფოლი: 1
00:42 ორქულიანი: 4ქ (19:26)
II პერიოდი
06:50 ზაზამ პაუელი შეცვალა
01:37 ორქულიანი: 6ქ (30:46)
III პერიოდი
01:57 კოლინზმა ზაზა შეცვალა
01:34 პასი: 1 (უილიამსი 2ქ, 56:61)
00:28 ორქულიანი: არაზუსტი
IV პერიოდი
11:16 ფოლი: 2
08:17 ფოლი: 3
07:17 ფოლი: 4
07:17 უილიამსმა ზაზა შეცვალა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული