თორნიკე შენგელია დაახლოებით 4 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაშავებულია და მოედანზე გასვლას დაახლოებით 4 კვირა ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას ესპანური "ბასკონიას" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ევროლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში თითო მატჩი უკვე გამოტოვა, თუმცა, გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.

სამწუხაროა, რომ შენგელიას უქმობა ბასკური კლუბისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა. თოკო მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანეთის სამეფო თასის მატჩებში, რომელსაც 16-19 თებერვალს სწორედ "ბასკონიას" საშინაო არენა უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული