თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე "ბასკონიამ" ევროლიგაზე "ბარსელონას" მოუგო

AutoSharing Option
27 იანვარს, ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-20 ტურის შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ", რომელმაც სტუმრად კატალონიის დედაქალაქში "ბარსელონა" დაამარცხა - 93:79 (21:20, 32:23, 30:20, 10:16).

ვიტორიელთა გამარჯვებაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ცენტრს, რომელსაც ტრავმა აქვს და ამის გამო გუნდს დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება უშუალოდ ბარსელონაში ჩატარებულ შეხვედრას, "ბასკონიამ" თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში მისცა მეტოქეს ანგარიშის მცირედით შემცირების საშუალება. მატჩში ყველაზე შედეგიანი კი 18 ქულით სტუმართა ამერიკელი მცველი შეინ ლარკინი იყო.

შენგელიას გუნდს ევროლიგის
სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია, ტურნირში მომავალ შეხვედრას კი 3 თებერვალს შინ, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს. სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდი ვიტორიელებს ვერც ამ მატჩში დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჭირთ ამათ სანიკიძე მარკოიშვილი შენგელია ერთი ფაჩულიაა ჯიგარი თანაც ასეთ მხეცებთან თამაშში
nykri
28 იანვარი 2017 12:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული