ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" გააცამტვერა [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" სეზონის ერთ-ერთი უძლიერესი მატჩი ჩაატარა.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ კონკურენტსა და ზოგადად, ამბიციურ გუნდს უმასპინძლა და 46 ქულით გაანადგურა. ოკლენდში სამეზობლოდან "ლოს ანჯელეს კლიპერსი" ჩავიდა და უშანსოდ - 98:144 წააგო.

ძალიან იოლ მატჩში ყველა გოლდენსტეიტელს მოუწია თამაშმა, ხოლო სასტარტო ხუთეულის წევრებმა თავის საშუალოზე ნაკლები დრო დაჰყვეს მოედანზე. ზეშედეგიანად ითამაშა სტეფ კარიმ, რომელმაც 29 წუთში 43 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კევინ დიურანტმაც 29 წუთი ითამაშა და 23 ქულას უწია.

ფაჩულია სასატრო ხუთულში იყო და
მოედანზე 14:25 წუთით გამოჩნდა. ქართელმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ზაზა სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკრგა. კლიპერსელთა ცენტრმა, დეანდრე ჯორდამნა 23 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა, საუკეთესო კი მეტოქე გუნდში 20 ქულით ბლეიკ გრიფინი გახდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-კლიპერსი 144:98
Sportall.Ge

ეს გახლდათ ოკლენდელთა სეზონის მე-40 გამარჯვება, რაც სრულიად ლიგაში ლიდერობის გარანტია. მომდევნო შეხვედრა "გოლდე სტეიტს" 30 იანვარს პორტლენდში ჩვენი დროიტ 06:00 საათზე, "ბლეიზერსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მგონი შენ უკეთ ითამაშებდი მის ადგილას სად აქვთ თვალები ნბა-ს მწვრთნელებს
glaxunas
08:45 30-01-2017
0
144 ქულიდან ცენტრმა 4 ქულაზე მეტი რომ უნდა აიღოს რად უნდა ამას ბაზარი. მეტი არ შეუძლია და რა ქნას. ამიტომაც ვარსკვლავებში მაგის ადგილი არ არის.
მიშა
00:27 30-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული