"ანდორას" გიორგი შერმადინის 12-მა ქულამ ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა ორივე "ქართულმა" გუნდმა: გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ბადალონაში "ხუვენტუდთან" 59:74 წააგო, ხოლო თორნიკე შენგელიას "ბასკონია" შინ "ბარსელონასთან" 84:92 დამარცხდა.

შენგელიას ტრავმა აწუხებს და უკვე 2 კვირაა არ თამაშობს. რაც შეეხება "ანდორას" ქართველებს, გიორგი შერმადინი საკუთრ გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22:35 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის
წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ბურჯანაძემ მოედანზე 18:50 წუთი გაატარა და 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"ანდორას" 10 მოგება და 8 მარცხი აქვს და მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს, შინ, თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" ჩაატარებს, რომელიც 12 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული