ზაზა ფაჩულია: არსად მივდივარ, ივნისის მერეც "გოლდენ სტეიტში" ვრჩები

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია სულ მალე დაუბრუნდება "გოლდენ სტეიტს", ქართველმა ცენტრმა ტრავმა თითქმის მოიშუშა, მანამდე კი მან San Francisco Chronicle-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც "უორიორსის" რიგებში სურს თამაში.

"არ მსურს, რომ სეზონი მალე დასრულდეს. როდესაც ხალხი მეკითხება, რას ვაპირებ ზაფხულში, როცა თავისუფალი აგენტი გავხდები, ვეუბნები, რომ არსად მივდივარ და აქ ვრჩები. ივნისის შემდეგაც აქ ვრჩები.

გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ირგვლივ საოცარი მოთამაშეები არიან, როცა დიდებული სამწვრთნელო შტაბი და ფანებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე უდიდეს გამოცდილებას
ვიღებ", - განაცხადა ქართველმა, რომელმაც აღიარა, რომ მისი მე-14 სეზონი NBA-ში ყველაზე სახალისოა მისთვის.

რაც სეზონი გახურდა, ზაზა სულ უფრო კარგად ათამაშდა, ტრავმამდე მან ბოლო 14 მატჩიდან ნახევარში 10 ან მეტი ქულა დააგროვა. ის ლიდერობს "გოლდენ სტეიტში" მეტოქის ფარზე მოხსნებით (2,1 თამაშში და 94 ჯამში).

NBA-ს ცენტრებში (ვისაც 35 მატჩი მაინც უთამაშია, ზაზას საუკეთესო +- მაჩვენებელი აქვს (+7,2). მისი სროლის პროცენტი საჯარიმოს ხაზიდან (77,3%) ბევრად უკეთესია ცენტრების საშუალო მაჩვენებელზე. საშუალოდ ყოველ 36 წუთში ზაზა აგროვებს 11,5 მოხსნას, 3,8 პასსა და 1,8 ჩაჭრას.

გამოცემა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ მცირე ტრავმებით სეზონში უკვე გამოტოვა 7 მატჩი, 32 წლის კალათბურთელს კიდევ დარჩენია 1-2 კარგი სეზონი NBA-ში. "გოლდენ სტეიტს" კი გაუჭირდება ვეტერანზე უკეთესი ცენტრის მოძებნა ამ ფასად, ზაზამ ხომ სეზონში 2,9 მილიონად გააფორმა 1-წლიანი ხელშეკრულება.

"გოლდენ სტეიტში" მოსახვედრად ზაზამ ივლისში გაცილებით სარფიან წინადადებებზე თქვა უარი. "გოლდენ სტეიტმა" ზაფხულში კარი და დურანტი უნდა გადაიფორმოს, რაც გუნდის შემადგენლობის შენარჩუნებას გაართულებს. ზაზას გარდა, თავისუფალი აგენტები ხდებიან: ანდე იგუდალა, შონ ლივინგსტონი, ჯაველ მაკგი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და დევიდ ვესტი.

აღსანიშნავია, რომ ზაზას კომენტარს "უორიორსის" ფანების უმეტესობა მოწონებით შეხვდა. ZPach is a Warrior - წერს ერთ-ერთი მათგანი ("ზაზა ფაჩულია ნამდვილი "მებრძოლია").

"მომწონს ეს ამბავი, ზაზა კარგი კალათბურთელია და ის სულ უფრო კარგად ეწყობა ჩვენს სტარტერებს. ბედნიერები ვიქნებით, თუ დარჩება".

"დიახ, ეს დიდებულია, ზაზა ისე კარგად მოერგო გუნდს, რომ ის უნდა შევინარჩუნოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება". 

"ზოგიერთმა თქვენგანმა" უნდა შეამოწმოს თქვენივე სკეპტიკური პოსტები სეზონის დასაწყისში", - იხსენებს ერთ-ერთი.

მართლაც, სეზონის დასაწყისში ფანებს ძირითადად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ზაზას თამაშისადმი.

- ზაზა ფაჩულიას ვაჟის თამაშის ვიდეო, რომელიც ამერიკულმა მედიამ აიტაცა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზას შემყურე მეამაყება რომ
ქართველი ვარ!
გია
07 თებერვალი 2017 13:31
0
ზაზა არის ადამიანი, რომელიც ყველგან, ყველა საქმეში ბოლომდე იხარჯება. კალათბურთს თამაშობს? ერთნაირად ბოლომდე თავდადებულია გოლდენ სტეიტში და საქართველოს ნაკრებში. გაიხაროს! ფარავდეს უფალი. წარმატებები ზაზას.
alexandre
07 თებერვალი 2017 10:55
0
როგორ მიხარია ხოლმე ასეთი გამოხმაურებების წაკითხვა ჩვენს ბიჭებზე ვერ წარმოიდგენთ
თემო
06 თებერვალი 2017 22:29
0
მეც ისე მიხარია ხოლმე გეგონება მე მიფორმებს გოლდენი კონტრაქტს რესფექთ ბიგ ზი :)
sss
06 თებერვალი 2017 19:28
0
სწორედ ასეთ კომენტარებს ველოდი ამერიკული მედიისაგნ, გარკვეული პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ზაზას გასაოცარი პროგრესით, როგორც იქნა დაიწყეს აღიარება, ზაზა იმდენად დადებითი პიროვნებაა, რომ არ შეიძლება ადგილობრივ ფანებს ეს გამორჩეთ. არადა მახსოვს, როგორ პროგნოზირებდ იქაური მედია ზაზას ზამთარში გაშვებას სხვა გუნდში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიამაყოთ და ვუგულშემატკივროთ ამ არა მარტო სიმაღლით დიდ ქართველსა!!!
Bavaria
06 თებერვალი 2017 18:02
0
ვახ ეს როგორ გამიხარდა გეფიცები:))) სამაყო კაპიტანი:)) წარმატებები
giorgi
06 თებერვალი 2017 17:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული