10:20 03-03-2017
ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა ჩიკაგოში ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" "ჩიგაგოსთან" მატჩის ბოლო 3 წუთი 2:10 წააგო და საბოლოოდ 87:94 დამარცხდა. დუეინ უეიდის "ბულსმა" ბოლო 6 მატჩში მეხუთეჯერ იმარჯვა. გოლდენსტეიტელებმა ტრავირებული კევინ დურანტის გარეშე ითამაშეს, რომლის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ჩიკაგოელთა ცენტრმა რობინ ლოპესმა 22 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულებს ჯიმი ბატლერმა 22 ქულით ულიდერა, "გოლდენ სტეიტში" კი 23 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.
50 მოგებისა და 11 მარცხის მქონე "გოლდენ სტეიტი" ლიგას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. აღმოსავლური ტურნეს მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 6 მარტს, ნიუ იორკში "ნიკსთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფაჩულიას ბრალი ტრამვა ნამდვილად არაა მაგრამ, ხშირად ეცემა ასე ორთაბრძოლების დროს და მაგას უხსენებენ
0
0
ფიზიკური ვარჯიშები უნდა მეტი, მიუღწეველი არაფერია, შეადარეთ ნბა-ს დაკუნთული ლამის ყველა მოთამაშეებისა და ზაზას აღნაგობა, როგორც ცა და მიწა, ისეა განსხვავება, არ უნდა დაიზაროს, ტრენაჟორების დარბაზში უნდა გაატაროს მეტი დრო და შედეგიც სახეზე ექნება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული