ზაზა ფაჩულია: ქართველები პოზიტიურად გიჟები არიან

AutoSharing Option
გერმანულმა SPOX.com-მა "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"მას მერე, რაც ზაზა ფაჩულიამ "დალას მავერიკსში" წარმატებული სეზონი გაატარა , მან ახალი თავშესაფარი "გოლდენ სტეიტ უორიორსში" იპოვნა. ჩვენ მას წარმატების საიდუმლოებებზე, კევინ დურანტის ტრავმაზე, მის მეგობრობაზე დირკ ნოვიცკისთან და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ...

- ზაზა, როგორი შემართებით თამაშობთ კევინ დურანტის ტრავმის შემდეგ? თქვენ ხომ ნომერ პირველი პოზიციის შენარჩუნება გჭირდებათ პლეი ოფის წინ...
- ახლა გადამწყვეტი დროა, სეზონის დასრულებამდე კიდევ სადღაც 20 თამაში რჩება. გუნდების უმეტესობა სწორედ ამ
მონაკვეთში თამაშობს საუკეთესო კალათბურთს, რათა პლეი ოფში უკეთესი ადგილით მოხვდეს. რა თქმა უნდა, კეი დი-ს არყოფნას ძალიან განვიცდით, მაგრამ კალათბურთის თამაშს ვერ შევწყვეტთ. რა თქმა უნდა, კიდევ რამდენიმე თამაში დაგვჭირდება, რომ გადავეწყოთ, თან მეტ ბარნსი დაგვემატა გუნდში. აუცილებლად მოვუმატებთ და პლეი ოფისთვის კევინიც დაგვემატება. იმედია, ის სრულად გამოჯანმრთელდება და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.

- MVP სტეფ კარის ალბათ, ახლა უფრო მეტი მოეთხოვება. მან უნდა დაიბრუნოს მკვლელის ინსტიქტი, როგორ აისახება ეს თქვენს თამაშზე?
- პირველ რიგში იგი დიდი პიროვნებაა, მისგან იწყება ყველაფერი გუნდში. სტეფ კარის გამო, მე უფრო იოლად შევეგუე ახალ გუნდს. მიუხედავად იმისა, როგორი მაღალი კლასის კალათბურთელია, სტეფი მუდამ თავმდაბალია, ის მიწაზე მყარად დგას. არადა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. ეს დიდწილად, მისი ოჯახის გამოა, სტეფი ძალიან კარგი მეოჯახეა. მე ძალიან მომწონს მასთან თამაში და არა მარტო იმიტომ, რომ მუდამ ცდილობს ბურთით თავისუფალი ადამიანი მოძებნოს.

- უკვე მე-14 სეზონია NBA-ში თამაშობთ, წლები მიდის, არადა, ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება, როგორ ახერხებთ ამას?
- ჩემი საიდუმლო იოგაა. იოგა მეხმარება გავითავისუფლო თავი ზედმეტობისგან და ამავე დროს, გავძლიერდე ფიზიკურად. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იოგა არ არის უებარი წამალი. იმისთვის, რომ ყოველ საღამოს ფარისთვის ბრძოლისთვის მზად იყო, უფრო მეტია საჭირო. ვარჯიშები, სწორი კვება, მასაჟი, ეს ყველაფერი კარგი და საჭიროა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, მხნეობა, თუ ყოველთვის ჩართული არ ხარ თამაშში, შეიძლება რამე ცუდი მოხდეს. შეიძლება ტრავმა უბრალოდ, ცუდი სიტუაციის გამოც მიიღო, ამ დროს კი ვეღარაფერს გააწყობ.

- თქვენ უკვე რამდენიმე თვეა ბეი არეაში ცხოვრობთ, რა მოგწონთ ამ მხარეში ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქაური შესანიშნავი ამინდის გარდა?
- არ ვიქნები მტყუანი თუ ვიტყვი, რომ აქ ყველაფერი მომწონს. აქ ცხოვრება ძალიან ადვილი და სასიამოვნოა. ბეი არეაში ბევრი რამაა სანახავი და "აღმოსაჩენი". ხალხი ძალიან მეგობრულია, მე და ჩემი ოჯახი აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. არსად, მეჩქარება ყველაფერს ვნახავ.

- "დალასში" კარგი სეზონი გქონდათ დირკ ნოვიცკისთან ერთად, ხომ არ გაგიჭირდათ გუნდიდან წასვლა?
- დიახ, მართლაც ძნელი იყო განშორება. მაგრამ რას იზამ, ეს უკვე ბიზნესია, NBA-ში ასეთ რამეებს უკვე კარგა ხანია, მივეჩვიე. და მაინც, "დალასი" ჩემთვის სპეციალური გამოცდილება იყო, დირკთანაც დიდებული დრო გავატარე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე და დირკი დავმეგობრდით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრობას ჩემი გუნდიდან წასვლა ხელს ვერ შეუშლის. ის სითბო, რაც მან და მისმა ოჯახმა გვაჩუქა, შეუძლებელია დაივიწყო. ერთად დიდებული დრო გავატარეთ, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.

- მაშ თქვენ ბეისბოლის ყოველწლიურ საქველმოქმედო მატჩზეც გიხილავთ, რომელსაც დირკი მართავს?
- შარშან ზაფხულშც მინდოდა, ვერ აეწყო. მომავალ წელს აუცილებლად დავთანხმდები, როგორ თამაშობს დირკი ბეისბოლს აუცილებლად უნდა ნახო, ამის გამოტოვება არ შეიძლება (იცინის).

- თქვენმა თანამემამულეებმა კინაღამ NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში გათამაშეს. რას იტყვით მათზე?
- ეს ნამდვილი სიგიჟეა, პოზიტიური სიგიჟე. ვიყოთ გულწრფელები, მე არ ვიმსახურებ ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშს, მაგრამ მათი ასეთი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი აღიარებაა. ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ამერიკული ქალაქის ხელაც არ არის, წარმოიდგინეთ, როგორ უჭერენ ისინი მხარს თავის ათლეტებს.

- რომ შეგეძლოთ ამერიკიდან საქართველოში რის იმპორტს განახორციელებდით?
- სტარბაქსის. დიდებულია და დიდად განსხვავდება იმ სერვისისგან, რაც საქართველოშია. ყავის დიდი მოყვარული ვარ და კარგად ვიცი. ყავას დღის ნებისმიერ მომენტში ვსვამ ხოლმე და სიახლეებიც მიყვარს, მაგალითად, ყავა კარამელით, თუმცა ყოველდღე არა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
gta, როცა ინტერნეტი არსებობს, ასეთინული
' კომენტარი რატომ უნდა გააკეთო? დაგუგლე რა!!!
zako
16 მარტი 2017 09:30
0
როდესაც ხმის მიცემა დაიწყო,ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით,რომ ზაზას ოლ სტარზში მოხვედრის ნულოვანი შანსი ჰქონდა,ჩვენ ამით ზაზას ვუმტკიცებდით სიყვარულს,პატივისცემას და ვუფასებდით მის ღვაწლს ქართული კალათბურთის წინაშე.ეს ზაზამაც ძალიან კარგად იცოდადა სწორედ ამიტომ შეაფასა ეს,როგორც პოზიტიური სიგიჟე.
საცა არა სჯობს,გაცლა სჯობსო,Nნათქვამია,მაგრამ ჩვენ მაინც არ გავეცალეთ და მგონი ჩვენი ცდა დაფასდა.
როცა მოსწავლე ვიყავი ნიუიორკი 12 მილიონი იყო და ახლა 8-მდე შემცირდა?
სოსო
15 მარტი 2017 12:03
0
ნიუორკი 8 მილიონიაია ცნობისთვის..ქვედა კომენტარის საპასუხოდ. და ზაზას თქვენ ასწაველო ამერიკის ქალაები კაცი დაბერდა ამერიკაში
gio
15 მარტი 2017 10:41
0
კომენტარებში დავიბენი, ნიუ-იორკში რამდენი კაცი ცხოვრობს თუ იცით...
გიჟი ქართველი იმას ნიშნავს, რომ გიჟურად ისწრაფვი სიდიადისკენ...
NNN
15 მარტი 2017 10:12
0
ორი ღერი ინგლისური გესწავლა და მიხვდებოდი))
ზურა
14 მარტი 2017 18:09
0
ალბათ შტატიიიგულისხმა თორე რომელი ქალაქია საქართველოზე დიდი ამერიკაში?? არცერთი!
gta
14 მარტი 2017 17:58
0
და გიჟი ქართველები რაღა შუაშია???
mmm
14 მარტი 2017 17:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული