კევინ დიურანტის გარეშე ოკლენდელებს თითოეული გამარჯვება ძვირად უჯდებათ და ასე იყო აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ფილადელფიასთან". შეხვედრაში, რომლის უმეტეს დროს "ფილადელფია" იგებდა და რომელშიც ლიდერი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა, გოლდენსტეიტელებმა 106:104 იმარჯვეს.
"გოლდენ სტეიტს" დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ შინაურ კედლებში ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი დაემარცხებინა. ბოლო პერიოდის წინ ოკლენდელები 12 ქულით - 78:90 აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოახერხეს მეტოქის გატეხვა, სამიზნე გაისწორეს და მეოთხედის 28:14 მოგებით საბოლოო გამარჯვება გაიფორმეს.
ზაზა
ოკლენდელთაგან 29 ქულით ბომბარდირი გახდა სტეფ კარი, თუმცა უფრო სარგებლიანი დრეიმონდ გრინი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 6 დაფარება და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ამ მატჩამდე დასავლეთ კონფერენციას და სრულიად ლიგას 53 მოგებითა და 12 მარცხით 2 ლიდერი ჰყავდა: "გოლდენ სტეიტი" და "სან ანტონიო". დღევანდელი გამარჯვებით ფაჩულიას გუნდი დაწინაურდა. მორიგი მატჩი ოკლენდელებს ხვალ, ისევ შინ, "ორლანდო მეჯიქთან" ელით.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი-დეტროიტი 128:96
ბრუკლინი-ოკლაჰომა 104:122
ნიუ იორკი-ინდიანა 87:81
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 100:77
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით