"ნიმბურკთან" მატჩის MVP გიორგი შერმადინია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ევროლიგაზე საუკეთესო მატჩი "ბარსელონასთან" ჩაატარა, სლოვენიის თასზე - "ზლატოროგთან", ხოლო ადრიატიკის ლიგაზე ყველაზე უკეთ გუშინ ჩეხურ "ნიმბურკის" წინააღმდეგ ითამაშა. ამის დასტურად გიორგის სტატისტიკაც გამოდგება და შეხვედრის MVP-ად დასახელებაც.

216 სმ სიმაღლის ქართველმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 24 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. იგი ორქულიანებისას უშეცდომო იყო - 5-დან 5, 8 საჯარიმოდან კი 5 ჩააგდო. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩეხები გიორგიზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია, რაც გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სხვათა შორის
24-იანი მქკ გიორგის სარეკორდო შედეგიც გახლავთ.

სამწუხაროდ, მწვრთნელმა იურე ჟდოვჩმა ვლადიმერ ბოისა მხოლოდ 4 წუთი ათამაშა.

ახლა მატჩის მსვლელობაზეც ვთქვათ. "ოლიმპიამ" ცუდად დაიწყო, თუმცა მეორე პერიოდიდან თამაში გამოასწორა და მეოთხე ათწუთეულის წინ 60:52 დაწინაურდა. საბოლოოდ 74:63 სლოვენიელთა სასარგებლოდ.

ამ მოგებამ "ოლიმპია" ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია - 16 მოგება, 8 წაგება. შეინარჩუნებს თუ არა ამ პოზიციას, დღეს გამოჩნდება - ყველაფერი "პარტიზანი"-"ზადარის" მატჩში გადაწყდება ("პარტიზანებსაც" 8 გამარჯვება უწერიათ).

ადრიატიკის თასის დასრულებამდე 2 ტური რჩება. "ოლიმპიას" ოთხეულში (შესაბამისად ნახევარფინალში) გასვლა განაღდებული აქვს. სლოვენიელები მორიგ მატჩს 16 მარტს სერბულ "რადნიჩკისთან" ლიუბლიანაში ჩაატარებენ.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული