თორნიკე შენგელიას 21 ქულა და MVP-ის ტიტული "ესტუდიანტესთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

26 მარტს ესპანური "ბასკონიის" ქართველი ლეგიონერი თავის გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ესტუდიანტესის" დამარცხებში დაეხმარა - 76:70.

გასვლით შეხვედრაში ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24:49 წუთში 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 13-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25 შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სტუმართაგან 20
ქულით ამერიკელ შეინ ლარკინი გამოირჩა, მასპინძლებს კი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ედვინ ჯეკსონმა ულიდერა 24 ქულით.

"ბასკონიამ" 17 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად, მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს, თანაც ლიდერებს - "ვალენსიას" და "ტენერიფეს" მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. "ბასკონიას" მორიგი ტურის მატჩი 2 აპრილს, შინაურ არენაზე "ბეტისთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
76-70 წერია ანგარიში
giga
13:13 27-03-2017
0
და მატჩის შედეგი..?
ზაზა
12:38 27-03-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული