ზაზამ გასოლს 10 მოუხსნა

AutoSharing Option
6 მარტს მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზა ფაჩულია 1 წუთი ათამაშა. სწორედ იმ მატჩის მიმოხილვაში გამოვთქვით იმედი, რომ "ატლანტას" თავკაცი მალე მიხვდებოდა ფაჩულიას ღირებულებას და დროსაც გაუზრდიდა.

საბედნიეროდ ასეც მოხდა: "ლეიკერსთან" მატჩში ლარი დრიუმ ფაჩულიას ესპანელი პაუ გასოლი ჩააბარა. ვერ ვიტყვით, რომ ზაზამ პაუ ბოლომდე შეაჩერა, მაგრამ მის წინააღმდეგ კარგად ნამდვილად ითამაშა. და რაც მთავარია, ვერც იმას ვიტყვით, რომ გასოლმა ზაზა შეაჩერა. შევადაროთ ამ ორი კალათბურთელის სტატისტიკა: გასოლმა 36 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ფაჩულიამ -
22 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი.

საყურადღებოა ისიც, რომ მწვრთნელმა ტანმაღალ "ლეიკერსთან" შეხვედრაში ნომინალურ ცენტრთაგან მხოლოდ ფაჩულია ათამაშა - არმსტრონგი, კოლინზი და პაუელი მოედანზე არ შეუყვანია.

მოდით, იმედი დავიტოვოთ, რომ ლარი დრიუ საბოლოოდ მიხვდა - ზაზა ფაჩულიას გარეშე წინა ხაზში ძალიან გაუჭირდება და ქართველს საპლეიოფოდ ამზადებს.

ჩვენი ვარაუდი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. "ატლანტას" უახლოესი შეხვედრა 11 მარტს ჩიკაგოში "ბულზთან" იგეგმება.
"ატლანტა"-"ლეიკერსის" მატჩის მსვლელობაზე არაფერი გვითქვამს. იოლი მისახვედრია, რომ ჩემპიონობის მაძიებელი ლოს ანჯელესელები ძიების პროცესში მყოფ ატლანტელებს მოუგებდნენ. საფინალო ანგარიშს და ზაზას მონაგარს ქვემოთ იხილავთ.


ატლანტა-ლეიკერსი 87:101
ზაზა ფაჩულია: 22:10 წუთი, 8 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი.

ქრონოლოგია
I პერიოდი
02:21 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
01:37 პასი: 1 (უილკინსი 2ქ, 21:26)
01:07 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
00:40 ორქულიანი: 2ქ (23:26)
00:18 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
II პერიოდი
09:23 ორქულიანი: არაზუსტი
07:37 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
06:54 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
06:54 ორქულიანი: 4ქ (33:40)
06:21 უილიამსმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:10 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
IV პერიოდი
11:42 ორქულიანი: არაზუსტი
10:24 ორქულიანი: 6ქ (67:81)
09:35 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 69:83)
09:10 ორქულიანი: არაზუსტი
06:34 ჩაჭრა: 1 (ფიშერს ჩაუჭრა)
06:31 პასი: 2 (სმიტი 2ქ, 79:90)
05:44 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
05:12 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
03:57 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
03:02 მოხსნა: შეტ-4, დაც-4
03:02 ორქულიანი: არაზუსტი
03:01 მოხსნა: შეტ-5, დაც-4
03:01 ორქულიანი: არაზუსტი
02:59 მოხსნა: შეტ-6, დაც-4
01:02 ფოლი: 1.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული