"როკი" მეტოქის შეუფასებლობის გამო დაისაჯა

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატში გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი" მოედანზე მორიგი გამარჯვების იმედად გავიდა. მისი მეტოქე იყო ტალინის ტტუ, რომელთანაც მასპინძლებს არაერთი მატჩი ჰქონდათ მოგებული.

მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ "როკზე" უარყოფითად იმოქმედა და მესამე პერიოდის შემდეგ ტტუ 63:52 დაწინაურდა. ცინცაძის თანაგუნდელები გონს მეოთხე პერიოდში მოეგნენ, 19:9 იმარჯვეს, მაგრამ ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ტტუ-მ "როკი" 72:71 დაამარცხა.

ცინცაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 15 წუთში 3 ქულა (4-დან 1 სამქულიანი) და 2-2 მოხსნა პასი მიითვალა. 16-16 ქულა მოაგროვეს გამთამაშებელმა სოკმა და ფორვარდმა ეზიუკვუმ.

"როკს" ესტონეთის
ჩემპიონატში 28 მატჩიდან 25 აქვს მოგებული და ცხრილში მეორე ადგილზეა. 30 გამარჯვება აქვს მოპოვებული "კალევს", თუმცა მას ტარტუელებზე ორით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

11 მარტს "როკი" ბალტიის ლიგის მეოთხედფინალის სათამაშოდ ლატვიურ "ვენტსპილსს" ეწვევა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული