ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის დაწყებამდე ბოლოსწინა მატჩი გამართა.

უმოტივაციო ოკლენდელები, რომლებმაც კლეი ტომპსონი დაასვენეს და ტრავმამოშუშებულ კევინ დურანტს ფორმაში შესასვლელად ასპარეზი დაუთმეს, "იუტა ჯაზთან" დამარცხდნენ.

თანაბარ ბრძოლაში საბოლოოდ სტუმარმა იუტელებმა 105:99 იმარჯვეს, რითაც საკუთარი სატურნირო ვითარება გაიუმჯობესეს, ხოლო "გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა დურანტის მორიგი ორმაგი დუბლით.

40-დღიანი უქმობის შემდეგ ოკლენდელთა სუპერვარსკვლავი მოედანზე 2 დღის წინ ორმაგი დუბლით დაბრუნდა და დღეს "იუტასთან" იგივე გაიმეორა. დურანტმა 33 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და
მისთვის საშუალოდ გამოყოფილ დროზე მეტხანს ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა 25 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. "გოლდენ სტეიტში" 28 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი, ხოლო ოკლენდელთა სათადარიგო ცენტრმა ჯავალ მაკგიმ 15 წუთში 11 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი - იუტა 99:105
Sportall.Ge

66 მოგებითა და 15 მარცხით "გოლდენ სტეიტი" პირველ ადგილზეა და ასე დარჩება 13 აპრილის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 82-ე მატჩის შემდეგაც.

ოკლენდს "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ესტუმრება და ეს იქნება მორიგი სარეპეტიციო მატჩი პლეი ოფის წინ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
როდესაც მესამე პირიდან წერ, აზრები მაინც შეცვალე რომ არ გიცნონ. თან კიდევ ერთხელ გიმეორებ, ნერვებს გაუფრთხილდი დუ დუ უუუუ.
სწორს გეუბნებიან ბოღმა თავი რომ გაიგიჟე-ს
12 აპრილი 2017 13:18
0
სწორს გეუბნებიან ბოღმა თავი რომ გაიგიჟე.
ზაზამ და გოლდენ სტეიტმა წააგოო ეგრე რომ დაეწერათ ეგ უფრო გაგისწორდებოდა არა?
golden state champion!!!!!!!!!
11 აპრილი 2017 18:56
0
როსტომაცა ხარ და აღა მახმად ხანის შთამომავალიც, ნერვებს მოუარო გირჩევნია, შენი კომენტარებიდან როგორც იკითხება მთლად ვერა არა?
რა შუაშია აქ ზაზა? ვინც გავაღადავე მიმხვედრი მიხვდება შენს გარდა.
du du ხარ თუ du da-s
11 აპრილი 2017 13:40
0
შენ ალბათ უეჭველი როსტომ ხანის შთამომავალი ხარ, თორემ ნორმალურ ქართველს როგორ შეიძლება ასეთი ბოღმა ედოს გულში იმ ადამიანზე, რომელმაც მთელს ამერიკაში გაუთქვა სახელი საქართველოს და ეს მხოლოდ საკუთარი შრომითა და ოფლით გააკეთა.
ბ ო ღ მ ა ს (გამგები გაიგებს)!
11 აპრილი 2017 13:09
0
ზაზა ფაჩულიამ და გოლდენ სტეიტმა იუტასთან წააგეს.
ამგვარ სათაურს ველოდი დღეს
11 აპრილი 2017 11:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული