გრინი-ელისი - ქართველ-ამერიკელთა დუელი ესპანეთში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებში ტორინ გრინი ითამაშებს, ხოლო ტაირონ ელისი სათადარიგო ნატურალიზებული იქნება.

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სწორედ ამ ორი კალათბურთელის დუელი შედგა: შედარებით ახალგაზრდა (1985 წელსაა დაბადებული) ტორინ გრინმა ტაირონ ელისს (1977) ინდივიდუალურადაც აჯობა და გუნდურადაც.

ტორინის "გრან კანარიამ" ტაირონის "ესტუდიანტესი" 78:67 დაამარცხა. არადა, პირველი ტაიმი "ესტუსი" იყო, 37:31 მოიგო. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც "კანარიამ" 21:11 გაიმარჯვა.

გრინის მონაგარს გავეცნოთ: 27 წუთი,
16 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 პასი.

ელისის სტატისტიკა შედარებით მოკრძალებული იყო: 17 წუთი, 3 ქულა (4-დან 1 სამიანი), 1 მოხსნა, 1 პასი.

ამ მატჩის შემდეგ "გრან კანარიასა" და "ესტუდიანტესს" 12-12 მოგება-წაგება მოუგროვდათ და საპლეიოფო ზონის "კარიბჭესთან" არიან.


ვაჟა სიმონიშვილი




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული