ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდს" მესამე მატჩიც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
23 აპრილს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" მესამე მატჩიც მოუგო "პორტლენდს" და დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა.

ერთი მოგებაც და ოკლენდელები ნახევარფინალში გავლენ, სადაც მათი მეტოქე "იუტასა" და "კლიპერსს" შორის გამარჯვებული იქნება.

პორტლენდში გამართულ სერიის მესამე მატჩში ოკლენდელთა ძირითადმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა.

ფაჩულიამ ოთხივე ორქულიანი ააცილა და უქულოდ დარჩა, თუმცა 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

"გოლდენ სტეიტს" აკლდა კევინ დიურანტი და თამაშის უმეტესობას აგებდა, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში მეტოქეს აჯობა და 119:113
გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო: პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 113:119
Sportall.Ge

საკვანძო გახლდათ სტეფ კარის მატჩის ბოლოს გამოჩენილი შედეგიანობა. ოკლენდელთა სნაიპერმა ბოლო წუთზე სამქულიანს ორიანიც მოაყოლა და "გოლდენ სტეიტი" მიუწვდომელი გახადა.

სერიის მე-4 მატჩი კვლავ პორტლენდში - 25 აპრილს გაიმართება ჩვენი დროით 06:30 საათზე გაიმართება.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ტორონტო-მილუოკი 76:87 (2:2)
ატლანტა-ვაშინგტონი 116:98 (1:2)
მემფისი-სან ანტონიო 110:108 (2:2)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემი შენ გითხარიო ცარიელო.
sos-kas
24 აპრილი 2017 12:47
0
ზაზამ დღეს თუ მოუკლო ხვალ მოუმატებს და ცარიელი ადგილი შეივსება მაგრამ ვისაც თავი გაქვთ ცარიელი რა გეშველებათ
sos
24 აპრილი 2017 09:07
0
აზრები მოგდის კაცი დაეცემა, საჩემპიონო 6 დანის შავი ქამარი ალბათ არა? ან შენი აქ რამდენჯერმე აქ დაწერილი არ არის... ზაზას ფუნქცია ბურთის კალათში ჩაგდება არ არისო.
დაუს
23 აპრილი 2017 22:25
0
ძალიან მოუკლო. ცარიელი ადგილია.
Gela
23 აპრილი 2017 19:18
0
მაკგი დაფრინავს და 100% იანით ისვრის
mm
23 აპრილი 2017 17:22
0
ზაზამ მთავარია საჩემპიონო ქამარი აიღოს და ეს იქნება უდიდესი წარმატება ქართული კალათბურთის ისტორიაში.
დაუ
23 აპრილი 2017 15:34
0
გოლდენის ყველა მოთამაშეს პლეიოფის პირველ სამ თამაშში უდიდესი პროგრესი აქვს, ზაზას კი ძალიან მაგარი რეგრესი.
მთელი სეზონი მაკგი ნბას შაქტინების ლიდერი და დაბნეული მასხარას როლში იყო, დღეს კი მისი ბოლო სამი სასწაული და ულამაზესი თამაშით, რითიც ზაზა ძალიან დაჩაგრა და სულ მალე ალბათ სასტარტოდანაც ამოაგდებს, მისი დაუძინებელი მტერი შაქილიც არის ალბათ აღფრთოვანებული.
tanto
23 აპრილი 2017 14:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული