ზაზა ფაჩულია VS რუდი გობერი: რას წერს ამერიკული მედია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მეტოქე NBA-ს პლეი ოფის II წრეში "იუტა ჯაზი" იქნება. მატჩები 2, 4, 6 და 8 მაისს გაიმართება. თუ საჭირო გახდა, თამაშები 10, 12 და 14 მაისსაც (თარიღი ყველგან ამერიკულია) ჩატარდება.

NBC Bay Area-მ დაპირისპირების წინათქმა შემოგვთავაზა, სადაც თითოეულ პოზიციაზე დუელი განიხილა და სავარაუდო გამარჯვებულებიც გამოავლინა.

სასტარტო ხუთეულის ყველა პოზიციაზე, ცენტრის გარდა, გამოცემა "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავის გამარჯვებას ვარაუდობს. ასე რომ, სტეფ კარის უპირატესობა მიენიჭა ჯორჯ ჰილის წინააღმდეგ, კლეი ტომპსონს - ჯო ინგლსთან, კევინ დურანტს - გორდონ ჰეივარდთან, ხოლო
დრეიმონდ გრინს - ბორის დიაოსთან
.

"ცენტრის პოზიცია - ზაზა ფაჩულია (6,3 ქულა, 4,5 მოხსნა) VS  რუდი გობერი (8,4 ქულა, 7,4 მოხსნა, 1,2 ბლოკი).

ფაჩულიას შემცვლელების გვარიანი დახმარება დასჭირდება, რასაც ის აუცილებლად მიიღებს. მისი მთავარი დანიშნულება მსროლელებისთვის ტერიტორიის გათავისუფლება იქნება. ამის შანსი მას მიეცემა, რადგან გობერს უყვარს ფარქვეშ თამაში. მართალია, გობერი საოცარი დამფარებელია, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ "უორიორსის" კალათბურთელები მას ფარზეც გაუწევენ ბრძოლას.

დასკვნა: დუელში გაიმარჯვებს გობერი".

ეს ერთადერთი პოზიციაა, სადაც "იუტას" უპირატესობა იგულისხმეს. მე-6 კალათბურთელთა დუელში თანაფარდობას ვარაუდობენ, ხოლო სათადარიგოებსა და მწვრთნელების დუელშიც გამარჯვებულად "გოლდენ სტეიტს" ასახელებენ.

NBC Bay Area-ს საბოლოო დასკვნა: "გოლდენ სტეიტი" 4 მატჩში მოიგებს, თუ მოსწყინდებათ - მაშინ 5-ში".
მკითხველის კომენტარები / 11 /
ადმინ, ეს სტატია რეკლამითაა დაფარული და გამოაჩინეთ რა,ვიფიქრე ,ხალხი სწერს და გაასწორებენ მეთქი,მაგრამ ისევ ისეა.ჩვენს პოსტებს ხომ კითხულობთ,ესე იგი საქმის კურსშიც ხართ და გაასწორეთ.
სოსო
04 მაისი 2017 10:10
0
მაგასაც ვნახავთ ვინ ვის აჯობებს :)
გიორგი
02 მაისი 2017 12:33
0
ზაზა არის ხასიათის მოთამაშე. თუ არის ხასიათზე და თამაში მისდის გობერის და გობერზე ბევრად ძლიერების ერთ ადგილზე გაჩერებაც შეუძლია, იგივე დემარკუსის ისტორია რომ გავიხსენოთ, გამწარებულმა სკამი რომ სცემა.
აი სროლები თუ არ წაუვიდა, ან პასებს თუ არ აძლევენ, ამ შემთხვევებში ყველაზე მაგრად ბრაზდება და თამაშის ხარისხს აგდებს, ასე რომ შანსები ორმოცდაათი-ორმოსდაათზეა.
tanto
02 მაისი 2017 10:45
0
ზაზას ფაჩულიას ხელფასი 2 898 000 აშშ
- რუდი გობერტის ხელფასი
2016-2017 - 2 121 288 აშშ
ახალი კონტრაქტით
2017-2018 - 21,224,719 აშშ დოლარი
2018-2019 - 22,741,573
2019-2020 - 24,258,427
2020-2021 - 25,775,281

რაც ზაზამ მთელი კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა რუდის 4 წელიწადში 2 ჯერ მეტს უხდიან,

არის 24 წლის, კარიერა დაიწყო 2013 წლის ოქტომბერში,
მაგრამ ზაზამ კარგი ჩAდგობა და დიდი გამოცდილება აქვს, ფული ნადმვილად არ განსაზღვრავს კალათბურთის სიძლიერეს მით უმეტეს ენბიაში.
gio1
02 მაისი 2017 09:45
0
არ ვიცი რამდენად კარგად ერკვევი სპორტის ამ სახეობაში მაგრამ მინდა გკითხო, იმ თანხად რასაც ზაზა იღებს ( 2 მილიონი) მაგაზე კარგი ცენტრი რომელი იცი ნბა-ში?
jiji-s
02 მაისი 2017 09:43
0
ჯიჯი, რამდენს უხდიან შენი აზრით? 'ამდენს' კი არა, ძალიან ცოტას უხდიან.
odala
01 მაისი 2017 21:33
0
ზაზა გობერს ნაღდად ჯობია, აგერ გერმანია და აგერ ეს თამაშები. მაგრამ რომ დაეწერათ 5-ვე სასტარტო მეომრების ჯობიაო, ნამეტანი იქნებოდა. ამიტომაც, 4 გოლდენ სტეიტის და 1 ჯაზმენებსო. მთავარი თამაშები დივიზიონის ფინალიდან იწყება. თუმცა იუტასთანაც თავიდან გაუჭირდებათ ცოტა - რამდენი დღეა არ უთამაშიათ, ცოტა ფორმას დაკარგავდნენ.
alexandre
01 მაისი 2017 21:25
0
ხელის შეშლა არაფერ შუაშია. ყველა კლუბს აქვს ბიუჯეტი რომელსაც ვერ გასცდება, უორიორს მაქსიმალურად ათვისებული ჰქონდა თანხები სხვა ვარსკვლავებზე და ასეთ მიზერულ (NBA-ს ფონზე) თანხად ზაზა სწორედაც კარგი არჩევანი იყო.
felisio
01 მაისი 2017 18:08
0
რა გამოდის? ეს ერთი უშლით ხელ, თორემ ყველანაირად გამართულნი არიან! თუ ასეა რად უნდათ მაშინ, ან რაში უხდიან ამდენს! თუ არა და რა ამბავია ამდენი განქიქება..? მე მრცხვენია უკვე!
jiji
01 მაისი 2017 16:48
0
არ იკითხება სტატია, რეკლამა ფარავს. გაასწორეთ.
Jarji
01 მაისი 2017 16:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული