ზაზა ფაჩულია VS რუდი გობერი: რას წერს ამერიკული მედია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მეტოქე NBA-ს პლეი ოფის II წრეში "იუტა ჯაზი" იქნება. მატჩები 2, 4, 6 და 8 მაისს გაიმართება. თუ საჭირო გახდა, თამაშები 10, 12 და 14 მაისსაც (თარიღი ყველგან ამერიკულია) ჩატარდება.

NBC Bay Area-მ დაპირისპირების წინათქმა შემოგვთავაზა, სადაც თითოეულ პოზიციაზე დუელი განიხილა და სავარაუდო გამარჯვებულებიც გამოავლინა.

სასტარტო ხუთეულის ყველა პოზიციაზე, ცენტრის გარდა, გამოცემა "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავის გამარჯვებას ვარაუდობს. ასე რომ, სტეფ კარის უპირატესობა მიენიჭა ჯორჯ ჰილის წინააღმდეგ, კლეი ტომპსონს - ჯო ინგლსთან, კევინ დურანტს - გორდონ ჰეივარდთან, ხოლო
დრეიმონდ გრინს - ბორის დიაოსთან
.

"ცენტრის პოზიცია - ზაზა ფაჩულია (6,3 ქულა, 4,5 მოხსნა) VS  რუდი გობერი (8,4 ქულა, 7,4 მოხსნა, 1,2 ბლოკი).

ფაჩულიას შემცვლელების გვარიანი დახმარება დასჭირდება, რასაც ის აუცილებლად მიიღებს. მისი მთავარი დანიშნულება მსროლელებისთვის ტერიტორიის გათავისუფლება იქნება. ამის შანსი მას მიეცემა, რადგან გობერს უყვარს ფარქვეშ თამაში. მართალია, გობერი საოცარი დამფარებელია, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ "უორიორსის" კალათბურთელები მას ფარზეც გაუწევენ ბრძოლას.

დასკვნა: დუელში გაიმარჯვებს გობერი".

ეს ერთადერთი პოზიციაა, სადაც "იუტას" უპირატესობა იგულისხმეს. მე-6 კალათბურთელთა დუელში თანაფარდობას ვარაუდობენ, ხოლო სათადარიგოებსა და მწვრთნელების დუელშიც გამარჯვებულად "გოლდენ სტეიტს" ასახელებენ.

NBC Bay Area-ს საბოლოო დასკვნა: "გოლდენ სტეიტი" 4 მატჩში მოიგებს, თუ მოსწყინდებათ - მაშინ 5-ში".
მკითხველის კომენტარები / 11 /
ადმინ, ეს სტატია რეკლამითაა დაფარული და გამოაჩინეთ რა,ვიფიქრე ,ხალხი სწერს და გაასწორებენ მეთქი,მაგრამ ისევ ისეა.ჩვენს პოსტებს ხომ კითხულობთ,ესე იგი საქმის კურსშიც ხართ და გაასწორეთ.
სოსო
10:10 04-05-2017
0
მაგასაც ვნახავთ ვინ ვის აჯობებს :)
გიორგი
12:33 02-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული